* * *
ყველაზე ასაკოვანი რეკორდსმენი გახდა სერ ბრედლი უიგინსი, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად დაამყარა რეკორდი გუნდურ გამოდევნებაში. ბრიტანელი ტრიუმფის მომენტში 36 წლის იყო.
* * *
ყველაზე ძველი რეკორდი დაამხო სამხრეთაფრიკელმა უეიდ ვან ნიკერკმა. მან მოიგო 400 მეტრზე რბენა. ამ დისციპლინაში 17 წელი გაძლო ლეგენდარული ამერიკელის
* * *
მაიკლ ფელპსმა ინდივიდუალურ სახეობებში მე-13 ოქრო მოიპოვა და ამით გააუმჯობესა ლეონიდეს როდოსელის მიღწევა, რომელიც ორი ათას წელიწადზე მეტი ითვლებოდა ყველაზე ტიტულოვან ოლიმპიელად - მას თამაშებზე 12 გამარჯვება ჰქონდა.
* * *
რიოს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა ნიკ სკელტონი. მან ცხენოსნობაში ინდივიდუალური კონკური 58 წლის ასაკში მოიგო. 2000 წელს, ბრიტანელმა დაასრულა კარიერა ხერხემლის ორი მალის მოტეხილობის გამო, მაგრამ ტრიუმფალურად დაბრუნდა.
* * *
XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჩინელი რენ ციანი. მან მოიგო წყალში ხტომა 10-მეტრიანი კოშკურიდან. გოგონამ 15 წლისა და 180 დღის ასაკში მოიპოვა ოქროს მედალი. შესაბამისად, ის არის რიოს თამაშების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი.
* * *
აშშ - პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოლიმპიადების ისტორიაში 1000 ოქრო მოიპოვა. ეს მოხდა ცურვაში 4x100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტის შემდეგ. ასე რომ, კეტლინ ბეიკერი, ლილი კინგი, დანა ვოლმერი და სიმონე მანუელი სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში. თუ სხვა ქვეყნის სპორტსმენები ასეთ ტემპში გააგრძელებენ ოქროების აღებას, ჩინეთი თავის მეათასე ოქროს 2100 წელს მოიგებს, გერმანია - 2204 წელს.
* * *
ხუთმა ქვეყანამ პირველად მოიგო ოქრო მედალი. სინგაპურელმა ჯოზეფ შულინგმა ფელპსს გაუსწრო 100 მეტრზე ბატერფლაიში და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მაილინდა კელმენდიმ კოსოვოს მოუტანა პირველი ოქრო, პუერტორიკოელმა მონიკა პუიგმა მოიგო საჩოგბურთო ტურნირი, ფიჯის კაცების ნაკრებმა ყველას აჯობა შვიდკაცა რაგბიში, ხოლო ტაილანდელმა ჰოან სიუან ვინმა გაიმარჯვა 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში.
* * *
რიოს ყველაზე დაბალი ჩემპიონი გახდა ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი - 142 სანტიმეტრი. თუმცა მან ვერ გააუმჯობესა რუმინელი ტატიანა გუცუს რეკორდი. ტანვარჯიშში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი 137 სანტიმეტრი სიმაღლის იყო.
* * *
2016 წლის თამაშების ყველაზე მაღალი ჩემპიონები არიან აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრები - დემარკუს კაზინსი და დეანდრე ჯორდანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"