ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე აზერბაიჯანის დროშა დაწვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 აპრილს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. სამწუხაროდ, ტურნირის გახსნით ცერემონიალზე ადგილი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა.

საქმე იმაშია, რომ ტურნირის ორგანიზატორები მონაწილე ქვეყნის დროშებს წარადგენდნენ. გოგონა, რომელიც აზერბაიჯანს წარმოადგენდა, ერთ-ერთი ადამიანი მივარდა, დროშა ხელიდან გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა.

ცხადია, აღნიშნულ ფაქტს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სომხური მხარე პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახელით ფიცარნაგზე მარიამ მაისურაძე (49 კგ.) წარსდგება.

altევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩემი აზრით არცერთი საერთაშორისო ტურნირი არუნდა ტარდებოდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც მეზობელ სახელმწიფოს ეომება
ს.დ
08 თებერვალი 2024 14:41
0
ხალხო როგორ ვერ ხვდებით, ეს ყველაფერი ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროვოკაციაა!!! ნახეს რა მომენტი ერევანშიი ევროპის ჩემპიონატის ჩატარებისათვის?! სომხეთი და აზერბაიჯანი ომში არიან, ეს ომი შეჩერებულია, მაგრამ დამთავრებული არაა! კიდევ პროვოკაცია უნდა ამ ტანჯულ ხალხს?
aburjga
15 აპრილი 2023 22:49
11
ავტომატი ხელში და წინა ხაზზე!
სომხეთს აეკრძალოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.
საერთაშორისო ტურნირებში უდროშოდ მონაწილეობდეს.
რუსეთისნაირად.
გია
15 აპრილი 2023 16:30
7
ოეეე!
!
15 აპრილი 2023 20:37
5
არასწორე საქციელია, ან რუსების პროვოკატორია და ან იდიოტი თუ იმდენს ვერ ხვდება, რომ ამ საქციელს ჯარისკაცებს შორის შეიძლება შეტაკება მოყვეს და ვიღაცეების სიცოცხლე შეიწიროს!
@
15 აპრილი 2023 16:15
4
ძალიან სამწუხარო პროვოკაციაა!
დო მაჟორი
15 აპრილი 2023 15:55
0
სამართალმა პური ჭამა!. არარი ყარაბაღი მაგათი.. აზერბაიჯანის არი!.
ირაკლი
15 აპრილი 2023 13:20
2
ძირს ყიზილბაშები!
Lasha
15 აპრილი 2023 11:40
26
სომეხი ხარ ბიჭი .
ტოტო
15 აპრილი 2023 18:58
2
დროშის დაწვაზე ვერაფერს ვიტყვი, არ მინდა ჩავერიო.
აი გახსნა რა ორიგინალურად მოუფიქრებიათ. თვითმფრინავიდან ჩამოდის გოგონა სახელმწიფოს დასახელებით და დროშიანი კაცი ხვდება. ჩვენთან ახალგაზრდული თამაშების გახსნა გამახსენდა, ფაქტიურად ქართული ცეკვის საღამო რომ გამართეს და ცეცხლი კუს ტბაზე აანთეს, რომელიც მარტო სამთავრობო ლოჟიდან ჩანდა, ისიც ორგანიზატორი თითით აჩვენებდა, იქ უყურეთო.
ჰაჰა
15 აპრილი 2023 10:23
17

სიახლეები პოპულარული