"ჰიუნდაი ავტო საქართველოს" შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება

AutoSharing Option
"ჰიუნდაი ავტო საქართველო" მომხმარებლებისთვის აქციების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად სპეციალური პირობები "ჰიუნდაის" რამდენიმე ბესტსელერ მოდელზე ვრცელდება. ესენია: PALISADE, SANTA FE, ELANTRA და ბენზინისძრავიანი TUCSON.ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით ამ რომელიმე მოდელს შეიძენს, საჩუქრად 1 ტონა საწვავსა და 1-წლიან დაზღვევას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ "ჰიუნდაის" ავტომობილებზე მოქმედებს 5-წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით, ჰიბრიდული ძრავის მქონე მოდელების შემთხვევაში კი გარანტია 7 წელი ან 1 500 000 კილომეტრია.

აქციის პირობებით სარგებლობის მსურველებს "ჰიუნდაის" ნებისმიერი მოდელის გამოცდა ტესტ-დრაივზე, წინასწარი რეგისტრაციით, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://bit.ly/3Syr1wy

„ჰიუნდაი ავტო
საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ს ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათავო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან "ფეისბუქგვერდებს": www.hyundai.ge https://www.facebook.com/hyundai.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: *7799.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული