"აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ" - მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს:

"როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს,
ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს.

მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!" - წერს მერაბ დვალიშვილი.

alt"გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ, ეს ვიდეო თუ დამიდეს..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი? [VIDEO]

alt"იცით, ამ ბიჭმა ჩემთვის რა გააკეთა?" - დაღესტნელი მებრძოლის ისტორია და დვალიშვილის სამაგალითო საქციელი

altმერაბ დვალიშვილისა და მისი გულშემატკივრის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის - ქალმა სპორტსმენს განსხვავებული ავტოგრაფი სთხოვა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის გამარჯვებებს გამოეხმაურა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
დაიკიდე ძმაო.ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მეტრიანი.
Georgia
28 თებერვალი 2024 07:56
1
დაიკიდე ვიღაცა ჩაქუჩა კრიმინალი.შენგან ქამარი გვჭირდება.ჩაქუჩა კი ერთი ღვარძლიანი და შურიანი ვინმეა.ვერაფერს მიაღწია და სკდება ბოღმით შენი წარმატების ფონზე.
ვაგნერი ჯანაშია.
28 თებერვალი 2024 03:05
2
მერაბ, მე მჯერა შენი. იცოდე რაც უფრო წინ წახვალ, მით მეტი მტერი და გულღვარძლიანი კაცუნა გაგიჩნდება, ამიტომ მაქსიმალურად ეცადე ნაკლებად იკითხო კომენტარები. შენგან ქვეყანა ჩემპიონის ქამარს ელოდება და უნდა გაამართლო ეს მოლოდინი. წარმატებები ყველგან და ყველაფერში.
ჟორა გაბრიჭიძე
27 თებერვალი 2024 21:32
1
არავაჟკაცურია ადამიანს, წარმატებულს რაღაცეები მოუგონო,წლების მერე და ცდილობდეს მისი რეპუტაციის შელახვას.მაშინ მაგ ჩაქუჩაზეც ითქვა რაღაც_რაღაცეები და გამოვიდეს ვინმემ და გული ატკინოს?
ქალი
27 თებერვალი 2024 21:14
1
ეჭვი მაქვს ამ კომენტარებიდან ნახევარი ჯალაღონიას დაწერილია, ფინიასავით რომ დასდევს ქართველ მებრძოლებს და ჟურნალისტობას იბრალებს. ფეისბუქიც აკლებული ჰქონდა ხურციძის ვიდეოებზე - ყველა მებრძოლი მერაბის გვერდით დგას და სულ ეგ არის რაც უნდა იცოდეო. გვერდით დგომაში რა იგულისხმება არ ვიცი, მაგრამ, ხურციძემ თქვა, მე რომ მოწმეებს რამე მოვთხოვო, შარში გავეხვევიო. ისიც ვიცი, რომ ეგ კაცი მთლად უდანაშაულო არ არის. ბრუკლინში ხალხი ლაპარაკობდა იმ პერიოდში, რომ ნაღდად აწუხებენ ქართულ ბიზნესებსო შულაია და მისი სასტავი. თუ დვალიშვილი და სხვებიც არ იყვნენ მაგ სასტავში, მაშინ რანაირად მოხდა მერაბის ამ ამბებში გარევა? მახსოვს მაყაშვილის სახელიც ისმოდა მაშინ ამ საქმეებზე. ჩაქუჩამ მაშინზე თქვა, ციხიდან, მაგ ხალხის გამო ვზივარო. მაყაშვილმა ვიდეოთი უპასუხა, გამოხვალ და ვილაპარაკებთო. იმის მერე არ ვიცი ილაპარაკეს თუ არა, მაგრამ რახან ახლა მერაბზე წავიდა ლაპარაკი და მაყაშვილიც არ ჩანს, შეიძლება ხურციძემ და მაყაშვილმა იბაზრეს და გაარკვიეს, რომ დვალიშვილი ნაღდად იყო მოწმის სახით გარეული. თუმცა ჩაქუჩას უდანაშაულობისაც არ მჯერა. თუმცა მოწმის გარეშე შეიძლება ვერც დაეჭირათ. პ.ს. მერაბი ჯიგარია, მაგრამ რომ ვთქვა თავს დავდებ არ არის-მეთქი მკისრებელი, მოვიტყუები.
odala
27 თებერვალი 2024 21:06
11
Odala. ქურდობა გინდა ჩემი დედაია თუ რაშია საქმე ბიჭო?
ჭიჭე
29 თებერვალი 2024 02:55
2
რას ბჟუტურობ თუ კაცი ხარ, ყავაზე მკითხაობ თუ კარტზე?
ოდელია დელია XII
28 თებერვალი 2024 09:11
0
ჩაქუჩა გვიმტკიცებს რომ ამერიკის სასამართლო მურუსიძის სასამართლოს დონისაა და "უდანაშაულო" კაცი დანაშაულის დაუმტლიცებლად ჩასვეს ციხეში )))))))
ხვიჩა
27 თებერვალი 2024 21:01
1
ჩაქუჩა არის ჩლუნგი აზრობრივად ჩამორჩენილი კანონიერი ქურდების ხელის ბიჭი. ვინმემ არ ჩაგაჩაქუჩოს სადმე ბიჭო!
გიორგი
27 თებერვალი 2024 18:35
5

ცილისწამება ბოროტების მეთოდია,რომელსააც არ უნდა აჰყვე.
სიმშვიდე და წარმატებები.
პავლოვიჩი
27 თებერვალი 2024 17:35
0
მერაბ, ნამდვილად არ აყვე პროვოკაციებს... ცილისწამება, ერთერთი უდიდესი, საშინელი და ბოროტი ცოდვაა! ამიტომ, სიმშვიდე შეინარჩუნე და ყველაფერი გაირკვევა... წარმატებები მერაბს და ყველა ქართველ მებრძოლს!
ვახო...
27 თებერვალი 2024 17:14
1
აი რატომ ვაგებთ ომებს.ქართველი ქართველის მტერია.როგორ მტკივა გული რომ ბევრი ქართველი ქართველს აღარ ჰგავს.
დათო
27 თებერვალი 2024 16:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული