სხვადასხვა

საინტერესო ამბები

"ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი" - ბუდუ ზივზივაძე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი. დედაჩემიც აფხაზეთიდან არის დევნილი და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ, ახლა უკრაინაში რაებს აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი
სახელმწიფოა", - განაცხადა ზივზივაძემ.

alt"ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან" - ბუდუ ზივზივაძე

ასევე დაგაინტერესებთ