Grid Girls - "ტრასის გოგონების" რთული სამუშაო

AutoSharing Option
პილოტთა აღლუმისა და დაჯილდოვების ცერემონიის დროს სასტარტო ბილიკზე მოდელის გარეგნობის ლამაზი გოგონები - ფორმულა 1-ის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ძრავების ხმა და სწრაფი პიტსტოპები.

შვეიცარიული გაზეთი Blick წერს მათი მუშაობის წესებსა და სირთულეებზე...

"პილოტებისთვის ავტოგრაფის გამორთმევა სასტიკად აკრძალულია. თუ რომელიმე გოგონას შეამჩნევენ მობილური ტელეფონით ვიდეოს ან ფოტოს გადაღებისას, ის მაშინვე დაკარგავს სამსახურს.

მოკლედ, Grid Girls-თვის დაწესებულია მეტად მკაცრი წესები, რადგან ეს გოგონები - დიდი შოუს ერთ-ერთი ელემენტი გახლავთ.

მხოლოდ უფერო ლაქი ფრჩხილებზე, იდეალური კანი, არანაირი პირსინგი. საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა ან
საღეჭი რეზინის ღეჭვა აკრძალულია.

ერთ-ერთმა გოგონამ Blick-თან წაიწუწუნა გერმანიის გრანპრის დროს რთული პირობების გამო:

"ტანსაცმლის გამოცვლა ერთ-ერთ სამუშაო ბოქსში მოგვიწია, სადაც რამდენიმე საათი გვაყურყუტეს. ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ვერსად შეინახავდი, სრული ქაოსი სუფევდა.

გარდა ამისა, ბევრმა ჩვენთაგანმა პარასკევს შეიტყო, რომ ამ სამსახურისთვის ფულს არ გადაგვიხდიდნენ".

იხილეთ გალერეა
Grid Girls - ავტოსპორტის სექსუალური ფერიები
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული