იაპონურ რესტლინგ-შოუში მებრძოლმა ქალმა მეტოქე მართლა მიასიკვდილა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იაპონიაში გამართული ქალ მებრძოლთა რესტლინგ-შოუს დროს არენაზე ნამდვილი ჩხუბი გაჩაღდა, რის შედეგადაც საჩემპიონო ქამრის მფლობელმა იოშიკომ დაუნდობლად სცემა მეტოქე აკტ იასუკავა.

საერთოდ, რესტლინგი დადგმული ბრძოლაა და როგორც წესი, მეტოქეები წინასწარ შეთანხმებულ ილეთებს ასრულებენ. იაპონიაში ახლახან მომხდარი ინციდენტი კი დიდი იშვიათობაა.

რა გახდა მიზეზი, უცნობია, ფაქტი კი ისაა, რომ იოშიკომ, რომელსაც სიუჟეტის თანახმად, ბრძოლა უნდა წაეგო, იასკუკავას სახეში მუშტები 2 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყა. მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა, დასისხლიანებულმა გოგონამ კი თავს რინგიდან გაქცევით უშველა.

საბოლოოდ, დაზარალებული საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს. წინასწარი
ინფორმაციით, იასუკავას სახის ძვლები და ცხვირი აქვს გატეხილი და ტვინის შერყევაც აღენიშნება.

tokyo sports-ის ცნობით, მომხდარის გამო იოშიკო იძულებული გახდა, პრომოუშენთან თანამშრომლობა გაეწყვიტა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული