საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციები შეშფოთებას გამოხატავენ სპორტულ სამყაროში უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენების გამო და 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" შეკრებას გეგმავენ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი.
ფედერაციების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამინისტროსა და კომიტეტის წარმომადგენელთა მოსაზრებებს გაეცნობიან და საკუთარ პოზიციასაც დააფიქსირებენ.
განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები.