მსოფლიო რბენისთვის მოსამზადებელი გარბენი გაიმართა

AutoSharing Option
თბილისში, ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და უკან, Wings for Life მსოფლიო რბენის მოსამზადებელი გარბენა გაიმართა.

გარბენის დაწყებამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მინისტრის მოადგილეებმა ონლაინ-რეგისტრაცია გაიარეს Wings for Life მსოფლიო რბენის ოფიციალურ ვებგვერდზე და რეკომენდაცია გაუწიეს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციას, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, რათა ჩაერთონ პროექტში და გახდნენ ყველაზე გლობალური სპორტული ღონისძიების ნაწილი.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია 3 მაისს გასამართ მსოფლიო რბენაში მონაწილეობისთვის; ასევე, შეხვდნენ კეთილი ნების ელჩებს.

რბენის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები -
მამაკაცებს შორის გამარჯვება ანატოლი ოლეინიკოვმა მოიპოვა, რომელიც საქართველოში Wings for Life მსოფლიო რბენის შარშანდელი გამარჯვებულია. ქალებს შორის კი პირველობა არავის დაუთმო ნინო მემარნიშვილმა.

Sportall.Ge

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება.

2014 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 3000 ადამიანი დარეგისტრირდა. 2015 წლის 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს 26 აპრილამდე ვებგვერდზე - www.wingsforlifeworldrun.com. ამ ეტაპზე 1200-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული