პირველი რჩეული დასახელდა "ლელოს" დაარსების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ლაურეატის საზეიმო წარდგენა, არჩილ გოგელიას მონაწილეობით, გაიმართება ხვალ, 17 აპრილს, "პალიტრა მედიის" დარბაზში.
"არჩილ გოგელიას მოღვაწეობა სათავეს იღებს სპორტული ჟურნალისტიკიდან და გაზეთ "ლელოდან". მისმა შემოქმედებამ ახალი სტიმული მისცა ჟურნალისტური მასალის ლიტერატურულ ნააზრევად ქცევის ტრადიციის დამკვიდრებას და აიყვანა იგი პუბლიცისტიკის რანგში.
ამასთან, ცნობილმა ვეტერანმა სპორტსმენმა და ფილოლოგმა XX საუკუნის ბოლო
ყოფილი "ლელოელი" იყო აგრეთვე საქართველოს ინფორმაციის მინისტრი, პარლამენტის წევრი, ტელე-რადიო მაუწყებლობის თავმჯდომარე.
სპორტულ თემაზე გამოსცა წიგნები: "მუშკეტერები", "ასეთია სპორტული ცხოვრება".
2004 წლიდან არის საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
არჩილ გოგელიას შემოქმედებითი მემკვიდრეობითაა ნასაზრდოები ახალგაზრდა სპორტულ ჟურნალისტთა თაობები. ტრადიცია გრძელდება. სწორედ მემკვიდრეობითობა და პროფესიონალიზმი დაედო საფუძვლად გაზეთ "ლელოს" რედაქციის გადაწყვეტილებას - პერიოდულად გამოავლინოს წლის საუკეთესო ჟურნალისტი - არჩილ გოგელიას პრემიის ლაურეატი", - აცხადებენ გაზეთ "ლელოში".