გამოავლინე საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" მკითხველთა ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ყოველწლიურ ტრადიციულ გამოკითხვას ატარებს.

ნომინანტებში მოხვდნენ ის სპორტსმენები, რომელთაც დიდ საერთაშორისო ტურნირებში (ოლიმპიურ სახეობებში) გამოიჩინეს თავი 2015 წელს, ასევე - სპორტის სათამაშო სახეობებიდან პოპულარობის ინდექსით.

ხმის მიცემა შეგიძლიათ Sportall.ge-ზე მიმდინარე გამოკითხვაში (იხილეთ გამოკითხვის გვერდი). გაითვალისწინეთ, რომ ერთი IP-დან ერთზე მეტი ხმის დაფიქსირების შემთხვევაში ხმები განულდება.

ასევე - გაზეთ "ლელოს" მეშვეობით. თქვენი რჩეული სპორტსმენი მონიშნეთ გაზეთში შემოთავაზებულ ანკეტაში და გამოაგზავნეთ რედაქციაში ან ჩაუშვით "კვირის პალიტრის" ყუთებში.

გამოკითხვაში მონაწილეობა ასევე შესაძლებელია დარეკვით ნომერზე 2
19 60 13 (10-დან 18 საათამდე, კვირის გარდა).

გამოკითხვა დაიწყო 22 დეკემბერს, 09:00 სთ-იდან და დასრულდება 30 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე. შედეგები გამოცხადდება 31 დეკემბრის წლის შემაჯამებელ "ლელოში", როგორც გაზეთის, ასევე მკითხველის ვერსიით.

კანდიდატების სია შემოთავაზებულია ანბანის მიხედვით.

ლაშა გობაძე (ბ/რ ჭიდაობა) - III ადგ. მსოფლიო
მამუკა გორგოძე (რაგბი)
ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) - ევროპის ჩემპიონი
ვალერი ლიპარტელიანი (ძიუდო) - III ადგ. მსოფლიო
ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო) - III ადგ. მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი (ბაქო)
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) - II ადგ. მსოფლიო
სალომე ფაჟავა (მხ. ტანვარჯიში) - III ადგ. ევროპის თამაშებზე
ზაზა ფაჩულია (კალათბურთი)
პაატა ღვინიაშვილი (ქართული ჭიდაობა) - საქართველოს ფალავანი
ვაკო ყაზაიშვილი (ფეხბურთი)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) - ევროპის ჩემპიონი (ბაქო)
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თ. ჭიდაობა) - მსოფლიოს ჩემპიონი

შეგახსენებთ "ლელოს" წლის სპორტსმენებს:

2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო), "ლელოს" ვერსიით
გოგიტა არქანია (კარატე) - მკითხველის ვერსიით
2013 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით
2012 - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით
2011 - მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით.
მკითხველის კომენტარები / 26 /
წელს უდავოდ ლადო ხინჩეგაშვილს ეკუთვნის ეს პრიზი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
irakli arqania
19:30 29-12-2015
0
ვერცერთი სპორტის სახეობაში მსოფლიოზე თუ ევროპაზე მონაწილეობა ვერ გადაფარავს მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონობას ეს ზღაპარია ჩემპიომი ჩემპიონია და მორჩა
qutaiseli
08:49 23-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული