გამოავლინე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" მკითხველთა ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ყოველწლიურ ტრადიციულ გამოკითხვას ატარებს.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ ის სპორტსმენები, რომელთაც დიდ საერთაშორისო ტურნირებში (ოლიმპიურ სახეობებში) გამოიჩინეს თავი 2016 წელს. აგრეთვე, ნომინანტებში არიან პოპულარულ გუნდურ სახეობებში წარმატებული სპორტსმენები.

ხმის მიცემა შეგიძლიათ Sportall.ge-ზე მიმდინარე გამოკითხვაში (იხილეთ გამოკითხვის გვერდი). გაითვალისწინეთ, რომ ერთი IP-დან ერთზე მეტი ხმის დაფიქსირების შემთხვევაში ხმები განულდება.

ხმის მიცემა შეგიძლიათ ასევე გაზეთ "ლელოს" მეშვეობით. თქვენი რჩეული სპორტსმენი მონიშნეთ გაზეთში შემოთავაზებულ ანკეტაში და გამოაგზავნეთ რედაქციაში ან ჩაუშვით "კვირის პალიტრის" სპეციალურ ყუთებში.

გამოკითხვაში მონაწილეობის
მიღება შესაძლებელია "პალიტრა მედიის" ცხელ ხაზზე დარეკვით (10-დან 18 საათამდე, კვირის გარდა) - 2 19 60 13.

გამოკითხვა დაიწყო 20 დეკემბერს და დასრულდება 29 დეკემბერს (08:00 სთ-ზე). შედეგები გამოქვეყნდება 30 დეკემბრის წლის შემაჯამებელ "ლელოში", როგორც გაზეთის, ასევე მკითხველის ვერსიით.

ნომინანტთა სია შემოთავაზებულია ანბანის მიხედვით:

* ჯანო ანანიძე (ფეხბურთი)
* ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
* შმაგი ბოლქვაძე (ბ/რ ჭიდაობა. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* მამუკა გორგოძე (რაგბი)
* ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო. II ადგილი ოლიმპიადაზე)
* ვასილ ლობჟანიძე (რაგბი)
* ზაზა ნადირაძე (კანოე. V ადგილი ოლიმპიადაზე)
* თორნიკე ოქრიაშვილი (ფეხბურთი)
* გენო პეტრიაშვილი (თ. ჭიდაობა. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა. I ადგილი ოლიმპიადაზე)
* ზაზა ფაჩულია (კალათბურთი)
* ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო. III ადგილი ოლიმპიადაზე)
* თორნიკე შენგელია (კალათბურთი)
* ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თ. ჭიდაობა. I ადგილი ოლიმპიადაზე).

შეგახსენებთ "ლელოს" წლის სპორტსმენებს:

2015 - ზაზა ფაჩულია (კალათბურთი), "ლელოს" ვერსიით
მამუკა გორგოძე (რაგბი), მკითხველის ვერსიით

2014
- ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო), "ლელოს" ვერსიით
გოგიტა არქანია (კარატე) - მკითხველის ვერსიით

2013
- მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით

2012
- ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით

2011
- მამუკა გორგოძე (რაგბი), "ლელოსა" და მკითხველის ვერსიით.
მკითხველის კომენტარები / 14 /
სამწუხაროა, რომ ნომინანტთა შორის არ ხართ, სანდრო... თქვენ და სალომე ფაჟავა ამას იმსახურებდით! ოლიმპიური წელი იყო და ოლიმპიადის მედალოსნები უეჭველად იმსახურებდნენ აქ მოხვედრას, ასევე გუნდური სახეობებიდანაც... თუმცა გაუგებარია, რა კრიტერიუმით ხვდება ნომინანტთა შორის ფეხბურთელი, როცა მსოფლიო რეიტინგის ასეულში შესვლაც პრობლემაა... ეს მაშინ, როცა წყალბურთელები ევროპის 12 საუკეთესოში შედიან... ერთი წყალბურთელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო აქ! დიდ პატივს ვცემ ნიკოლოზ ბასილაშვილს და ჩოგბურთს, მაგრამ თუ მისი ადგილი იყო ნომინანტთა შორის, მაშინ თქვენ და ფაჟავა ამას ყველა ვარიანტში იმსახურებდით! ასევე ერთი წარმომადგენელი უნდა დაესახელებინათ ზამთრის სახეობებიდან...
კობა
06:57 24-12-2016
0
კაით რა სანდრო ბაზაძე როგორ არ შეიყვანეთ საუკეთესო 15 ეულში კაცი ევროპის ჩემპიონი მსოფლიოს თასის გამარჯვებული ოლიმპიადაზე გავიდა იბრძოლა გვასახელა და არვაინ იცოდით ეგეთი მოფარიკავე რო გვყავდა და აქაც არ შეგყავთ უბრალოდ უსამართლობა ზოგი ისეთი კანდიდატი გყავთ რომელიც არ იმსახურებდა მოხვედრას!
Giorgi
23:52 23-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული