მსოფლიოს ჩემპიონატი თეირანში უნდა გაიმართოს, მონაწილეები კი ახლახან გააფრთხილეს, რომ მათ ტურნირის მიმდინარეობისას ქალის სპეციალური მოსაცმელი - ჰიჯაბი უნდა ატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა და ციხე ელით.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ტურნირის ბოიკოტისკენ მოუწოდებს მოჭადრაკეებს, ამერიკის ჩემპიონი ნაზი პაიკიძეა.
"ყოვლად მიუღებელია ასეთი ტურნირის ჩატარება ქვეყანაში, სადაც ქალებს აიძულებენ, ჰიჯაბი ატარონ. მე კარგად მესმის კულტურათა შორის სხვაობა და ამას ვიღებ, მაგრამ ვერასოდეს
იქ თამაში არ იქნება უსაფრთხო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოჭადრაკე ქალისთვის. არ არსებობს არანაირი წესი, რომელიც აიძულებს თავისუფალ ქალს, ატაროს ჰიჯაბი", - აცხადებს პაიკიძე.