ღვინიაშვილის ოქრო და სომხიშვილის ვერცხლი აბუ დაბის გრანდ სლემზე

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემის მესამე დღეს, ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, სოფიო სომხიშვილი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექამ თავდაპირველად აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მერვედფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილს სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, დაძაბულ ბრძოლაში ღვინიაშვილმა ბერძენი თეოდოროს ცელისიდისი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში ბექამ სერბ ნემანია მაჟდოვს დამატებით დროში შიდოებით სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ფრანგი ლორის ტასირი კი 43 წამში იპონით დაამარცხა და
გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

დღეს, +78 კგ წონით კატეგორიაში ოქროსთვის იბრძოლებს სოფიო სომხიშვილი, სოფიომ ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელ გაბრიელა ვუდს იპონით სძლია, მეოთხედფინალში კი ტურნირის ფავორიტი ფრანგი ლეა ფონტეი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ ნუნიესს ასევე ვაზარით სძლია და ფინალში ჩინელ ხუნ სისთან დამარცხდა.

ასევე, საქართველოს სახელით დღეს ტატამზე წარსდგნენ: უშანგი მარგიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი, სამწუხაროდ, ოთხივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა, გიორგი სარდალაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, სოფიო სომხიშვილმა ვერცხლის, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.


მკითხველის კომენტარები / 9 /
მიდით რა ოქროები მინდა ორივეს გულმხურვალედ გგულშემატკივრობ, ბექა ჩემი ფავორიტია რავიცი მისი ტალანტის მქონემ ოლიმპიად აქამდე რატო ვერ მოიგო ალბათ პასუხი ყველაზე .ეტად მან იცის გისურვებ გადალახო ყოველგვარი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები და ძველი ბექა ყველას რომ ერთი თავით ჯობნიდა ისეთივე დაგვიბრუნდი რაც შეეხება სოფიოს ძალიან მინდა გაუმართლოს ჩინელი ალბათ შემოგიტევს პადიურობა არ გამოვა ჩაუსაფრდი და იქაც დააიპონებ წარმატებები ორივეს, უფალი შეგეწიოთ.
კახა
16:15 23-10-2022
1
ყოჩაღ, ბექა! ძალიან გვინდა ძველი ბექა და უფრო წარმატებული დაგვიბრუნდეს
თენგაბი
17:38 23-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული