ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: უმედლო დღე

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, აბუ დაბიში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები 100 და მძიმე წონით კატეგორიებში თამაშდება.

სამწუხაროდ, ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს ორივე მონაწილე - ჯაბა მუმლაძემ (100) გერმანელ იოჰანეს ფრეისთან სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ რუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ოლეგ აბაევთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

რეპეშაჟში დამარცხდა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100), რომელსაც მეტოქედ ბრაზილიელი კესარინო ჟოაო სილვა ჰყავდა.

თუშიშვილმა ჯერ სასტარტო შეხვედრაში ეგვიპტელ აჰმედ ვაჰიდს მოუგო სუფთად, შემდეგ კი - ყაზახ იელამან იერგალიევს. გურამი 1/4-ფინალში იაპონელ გენტა ტანაკასთან დამარცხდა.

აბუ
დაბიში ქართველი ახალგაზრდების ანგარიშზე ამ დრომდე მოპოვებული ოთხი მედალია - 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი. მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვიცე-ჩემპიონები - მარიამ ჯანაშვილი (52) და თამაზ კირაკოზაშვილი (73), ხოლო ბრინჯაოს მედალი ირაკლი კუპატაძემ (55) დაისაკუთრა.

აბუ დაბიში ჩემპიონატი 27 ოქტომბერს, გუნდური პირველობით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენები ამ ასაკში გუნდურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და არაბეთში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული