ჭიდაობა

კლასიკური ჭიდაობა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: კიდევ 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხივე ფალავანი მედლისთვის იბრძოლებს.

გიორგი კურანიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ, ხოლო ნუგზარ წურწუმია (55) და თემურ ჭკუასელიძე (84) ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო