ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: დავით ტლაშაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია!

AutoSharing Option
11 მარტს, რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფლი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ვერცხლის მედალი დავით ტალაშაძემ (70) მოუტანა, რომელმაც ფინალი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევთან დათმო - 0-7.

ტლაშაძემ ფინალამდე რუმინელი ადრიან მოისე (8-4) და ბულგარელი ნიკოლაი კურტიევი (3-1) დაამარცხა, სტარტზე კი ფინელი მეტოქე არ გამოუცხადდა.
იხილეთ ვიდეო: ტლშაძე-მოისე 8:4
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო ტლაშაძე-კურტიევი 3:1
Sportall.Ge

დღესვე ტურნირზე ფინალურ შეხვედრაში იბრძოლებს გენო პეტრიაშვილი (125). ორთაბრძოლისთვის თვალის მიდევნება გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თითო ოქროს და ვერცხლის, ასევე სამი ბრინჯაოს
მედალია. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61) იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული