ჩვენებმა ქვეჯგუფში უკრაინის ცსკ-ს 5:3 მოუგეს, მერე კი ამავე ანგარიშით თავად წააგეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილით (61) გაძლიერებულ ამერიკულ "ტიტანი მერკურთან", ბოლოს კი მონღოლურ კლუბს 7:1 მოუგეს. თუმცა ამით მათ მეხუთე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს, სადაც ირანული "სატრეგანი", მონღოლთა დარად, დიდი უპირატესობით, 7:1 დაამარცხეს.
როგორც მონღოლებთან, აქაც ის ერთადერთი წაგებული შეხვედრა ბექა ბუჯიაშვილის (57) ანგარიშზე მოდის, თუმცა მან ორივე პაექრობა ტრავმის გამო დათმო, ამ შეხვედრებში საერთოდ არ გასულა საჭიდაოდ.
დანარჩენ
აღსანიშნავია, რომ ოდიკაძემ და მეშვილდიშვილმა ტურნირზე ყველა პირადი, ოთხივე შეხვედრა მოიგეს.
ხინჩეგაშვილმა და მისმა "ტიტანმა" ფინალში შარშანდელ გამარჯვებულს, ირანულ "რაზის" 3:2 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრაში ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს მცირე ინციდენტი შეემთხვა.
- ლადო ხინჩეგაშვილმა ვეღარ მოითმინა და ირანელს სახეში გაარტყა [VIDEO]
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"