13:09 02-02-2015
ევროპის ჩემპიონატზე ხელი ელენე გედევანიშვილსაც მოეცარა [VIDEO]
AutoSharing Option
სტოკჰოლმში (შვედეთი) 1-ელ თებერვალს მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, ხელი მოეცარათ.
ცეკვებში ტატიანა კოზმავას და ალექსანდრ ზოლოტარიოვის ახალგაზრდული წყვილი გამოდიოდა. დებიუტანტებისგან დიდ შედეგს არც არავინ მოელოდა და ისინიც 27-ე ადგილით დაკმაყოფილდნენ.
აი, ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორ ელენე გედევანიშვილისა კი ნამდვილად გვეიმედებოდა.
თუმცა, ჯერ კიდევ მოკლე პროგრამით ასპარეზობისას ნათელი გახდა, რომ ელენე ჩვეულ ფორმაში არ იყო. ამის მიუხედავად, მე-19 ადგილით ფინალში გამოსვლის უფლება მაინც მოიპოვა (თავისუფალი პროგრამით 24 სპორტსმენი უნდა დაპირისპირებოდა ერთმანეთს, მაგრამ ფინელმა კიირა კორპმა, რომელიც პირველი დღის შემდეგ მე-4 იყო, ავადმყოფობის გამო ყინულზე გასვლა ვერ შეძლო).
გედევანიშვილმა თავისუფალი ვარჯიშისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ყინულზეც უხერხულად დაეცა, მაგრამ ასპარეზობა არ შეუწყვეტია და საბოლოოდ 122,88 ქულით მხოლოდ 23-ე ადგილზე გავიდა. ამგვარი წარუმატებლობის მიუხედავად, გვჯერა, რომ ელენე მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეძლებს ძალების მობილიზებას და პლანეტის უძლიერეს მოციგურავეებს, ჩვეულებისამებრ, სათანადო მეტოქეობას გაუწევს.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ასპარეზობას, კვარცხლბეკის სამივე საფეხურზე რუსები გავიდნენ: 1. ელიზავეტა ტუკტამიშევა (210,40), 2. ელენა რადიონოვა (209,54), 3. ანა პოგორილაია (191,81). სხვათა შორის, წყვილთა პაექრობაში სამივე ჯილდო რუსებს ერგოთ: 1. იუკო კავაგუტი, ალექსანდრ სმირნოვი, 2. ქსენია სტოლბოვა, ფიოდორ კლიმოვი, 3. ევგენია ტარასოვა, ვლადიმირ მოროზოვი.
მოციგურავეთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 23-29 მაისს შანხაიში (ჩინეთი) გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამით მე-19 ადგილზე გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული