ასე რომ, ბოსტონელებს მხოლოდ მოგებაზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ სტენლის თასის ფინალში ორი მატჩის შემდეგ ანგარიში - 1:1 2004 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
კიდევ ერთი აქტუალური წინასამატჩო თემა იყო "ბოსტონის" ფორვარდის ნათან ჰორტონის ტრავმა. ექიმები თითქოს უკრძალავდნენ თავდამსხმელს მოედანზე გასვლას, მაგრამ ჰორტონმა გამოაცხადა, რომ წესრიგში იყო და ამიტომაც, პარტნიორების დახმარება გადაწყვიტა.
თამაშის დასაწყისმა
მარტო შარპმა პირველ პერიოდში ექვსჯერ შეაწუხა რასკი თავისი დარტყმებით ("ბოსტონმა" კი პირველ 20 წუთში მხოლოდ ოთხჯერ დაარტყმა ზუსტად), ხოლო თუ ერთად ავიღებთ ზუსტი და აცილებული დარტყმების რაოდენობას, "ჩიკაგოს" ექვსმაგი (!) უპირატესობა ჰქონდა.
მაგრამ, თანდათან, კლოდ ჟულიენის შეგირდებმა თამაში მშვიდ ტემპში გადაიყვანეს. მეტოქის "დაწყნარებაში" ერთ-ერთი მთავარი როლი რასკმა შეასრულა, რომელიც ძალიან საიმედოდ მოქმედებდა (ფინელმა ამ მატჩში 34 დარტყმა მოიგერია). იყო მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, პირველი პერიოდის შუაში მარიან ჰოსამ მეორე გოლი გაიტანა, როცა ბრძოლაში ახლო მანძილიდან შეაცურა შაიბა კარში, მაგრამ მსაჯებმა სლოვაკის მხრიდან მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირეს.
"ბოსტონმა" ანგარიში მეორე პერიოდის ბოლოს გაათანაბრა, როცა პეიეს დარტყმულს დაამატა. ინიციატივა "დათვების" მხარეს გადავიდა და სტუმრებს ეს სათამაშო უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ვეტერან იაგრს ერთი მეორის მიყოლებით გაჰყავდა დასარტყმელ პოზიციაზე მარჩანდი და ხარა, ხოლო ოვერტაიმის დასაწყისში ბრწყინვალე ჩეხის დარტყმული ძელმა მოიგერია. იარომირმა ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, შეხვედრას წერტილი სტუმრების მეოთხე შემტევი სამეულის წევრმა პეიმ დაუსვა.
ასე რომ, პირველად ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ფინალურ სერიაში დაფიქსირდა ანგარიში - 1:1 და ზედიზედ მეორე წელია ფინალის პირველ ორ მატჩში ოვერტაიმი ითამაშეს. საერთო ჯამში, ამ ორ შეხვედრაში გუნდებმა მოედანზე 185 წუთზე მეტი გაატარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებმა ბონუსის სახით, ერთი სრული ზედმეტი მატჩი იხილეს.
ჩიკაგო-ბოსტონი 1:2 (ო)
1:0, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 შარპი-9 (პ. კეინი-9, ჰანზუში-8), 1:1 კ. კელი-1 (პეი-4), 1:2 პეი-3.
სერია: 1-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. ფინალი: დასაწყისისთვის სამი ოვერტაიმი