#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

სფფ ერთა ლიგაზე მიღებულ 300 ათას ლარს საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ერთა ლიგაზე მიღებულ ფულად ჯილდოს სამ ორგანიზაციას გადასცემს, რომლებიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან - ამის შესახებ UEFA-ს Facebook-გვერდზე ვკითხულობთ.

ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფის მოგებისთვის საქართველოს ნაკრებს 300 000 ლარის ოდენობის ჯილდო ერგო, რომელიც სამმა ორგანიზაციამ - "ციცინათელას ქვეყანა", "ბერი ანდრია პირველწოდებულის ფონდი" და"საქართველოს სოლიდარობის ფონდი" - მიიღო.

"ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოგვეყენებინა.

ავირჩიეთ ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არაერთი წელია
ფუნქციონირებენ და კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან.

მჯერა, რომ ყველა ინსტიტუტის საქმიანობისა და მთლიანად საზოგადოების შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის სოციალური სარგებელი, რომელიც მათ შეუძლიათ გაიღონ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება", - ციტირებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს UEFA-ს გვერდი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე, 16 ქულით დაასრულა და ნახევარფინალურ შეხვედრაში 2020 წლის გაზაფხულზე ბელორუსს უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ