"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
მიმაჩნია რომ ვაისის წასვლით ბევრი არაფერი არ შეიცვლება. დანიის დონის გუნდებს თუ გვინდა მოვუგოთ 11 კაცი უნდა გვყავდეს მინიმუმ ჩაკვეტაძის დონის და 3-4 კიდევ სათადარიგო სკამზე უნდა გვიჯდეს. მე გული დამწყდება უფრო მეტად იმაზე რომ ბელორუსის და ყაზახეთის დონის გუნდებს თუ ვერ მოვუგებთ მაშინაა მწვრთნელი გასაგდები თორემ დანიაში და შვეიცარიაში რომ წააგებ ამას რა მკითხაობა უნდა. ბიჭებმა რაც შეეძლოთ დადეს თავი,კანკავა,კიტეიშვილი,გვვილია,კვეკვესკირი და სხვებიც კბილებით იბრძოდნენ თავგანწირვით მაგრამ სამწუხაროდ მარტო მონდომება და თავგანწირვა არ შველის საქმეს. ამ თაობას მეტი არ შეუძლიათ და რა მოვთხოვოთ.კანკავა კვეკვესკირი კარგები არიან მაგრამ ტობოლს ვერ გასცილდნენ რატომ? იმიტომ რომ ჩელსიში და ტოტენჰემში ისინი არ სჭირდებათ ,დანიელი ერიქსენი და დოლბერგი კი სჭირდებათ. საფუძველი არაგვაქვს ჯერ ჩვენ იმის რომ ტოპ გუნდები დავამარცხოთ!
kaxa
11 ივნისი 2019 16:02
7
კანკავა საერთოდ არ უნდა ეთამაშებინა, თუნდაც იმის გამო გიბრალტართან, რომ იქლესავა და პენალტი მწვრთნელის მითითების მიუხედავად არველაძეს დაარტყმეინა, შE კაცო თუ ასე გინდოდა ხალხის დასანახად მაინც ეთხოვა ვაისისთვის პენალს არველას დავარტყმეინებო, მეორე ფეხბურთელების თამაშზე უარესად ეს კომენტატორები გვაგლეჯავენ ნერვებს თავიანთი მიმოხილვებით თამაშის დროს და სისულელების მოყოლით, თუ რამის გაგება გვინდა აგერ არაა ინტერნეტი, რათ გვინდა მაგათი აბსურდული ლაპარაკი,ლ თან ყველა კომენტატორი რავა ერთმანეთს გავს, კომენტირებისას, ახლა პენალი გააფორმაო,რას ეკიდებოდა მაიკაზე, ასევე ლორია არაა სტაბილური და საიმედო მეკარე, ერთ კარგ ნახტომს ცხრა შეცდომას მიაყოლებს ხოლმე.
დათო
11 ივნისი 2019 15:48
5
Unda druzo da druzo tavis mwvrtnel fexburtelebianad
gela
11 ივნისი 2019 10:49
0
Auu...ra bandaa
Shalva
11 ივნისი 2019 10:15
0
ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რომელი უნდა დაემშვიდობოს ნაკრებს?
კაშია
კანკავა
ნავალა
მერება
გრიგალავა
ლორია ?

ჩემი სუბიექტური აზრით ალბათ ყველა


დიდგორელი!
11 ივნისი 2019 04:50
6
ვაისმა საიდან მოიფიქრა გვილიას ცრუ ცხრიანათ თამაში ნეტა გამაგებინა. საერთოო ჯამში მოსალოდნელი შედეგი იყო
გიო
11 ივნისი 2019 16:00
1
მართალია გაგვანადგურა დანიამ, მაგრამ კანკავა რა მაგარი კაცია, ბოლო წუთამდე როგორი გულით იბრძოდა გახსოვთ? კიტეიშვილის თამაში მომეწონა კიდე. მეორე სართულზე დავიჩაგრეთ ნამეტანი. ვფიქრობ, მომავლისთვის კვირკველია - ხოჭოლავას წყვილი უალტერნატივოა დაცვის ცენტრში...
ლაშა
11 ივნისი 2019 12:43
4
ვაი? სი.
რიგითი
11 ივნისი 2019 08:02
1
ერთი ლელოთი მოუგიათ გარდასახვა ვერ გამოიყენეს)) ყოჩაღ ბიჭებს ბოლომდე იბრძოლეს.ვაი ჩვენს დღეს
ალექსა
11 ივნისი 2019 04:52
1
ჩემი სუბიექტური აზრია - უდიდესი სამსახური აქვთ გაწეული ნაკრებისთვის:
ჯაბა კანკავას
გურამ კაშიას
გიო ნავალოვსკი
გიო მერებაშვილის
გია გრიგალავას

მადლობა მათ და დაუთმონ ახლა გზა ახალგაზრდებს...

აფსუს, გორგოძე გვინდა რაგბიში , ის წავიდა და ჯერ ფეხ. ნაკრებიდან თავისით წასული ფეხბურთელი არ მინახავს!

სხვა მენტალიტეტი აქვთ აქ



დიდგორელი!
11 ივნისი 2019 03:30
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული