ხვიჩა კვარაცხელია: "ლოკომოტივიდან" ჩემი წასვლა დაგეგმილი არ იყო

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც "ლოკომოტივი" დატოვა, რკინიგზულ კლუბს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამაში მისი აგენტი დამნაშავე არ არის. თუმცა, გუნდიდან წასვლის მიზეზი არ განმარტა.

"პირველ რიგში, მადლობა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ყველა თანამშრომელს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. მე გავიზარდე არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. დიდი მადლობა იური სიომინს იმისათვის, რომ ასეთ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა. მადლობა მწვრთნელის თანაშემწეებს, ისინი მუდამ მართებულად მიმითითებდნენ ჩემს შეცდომებზე. ეს მე პროგრესირებაში მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობა.

გუნდიდან ჩემი წასვლა დაგეგმილი არ იყო. ვიცოდი,
მომავალი სეზონი აქ უნდა გამეტარებინა და ძალიან აღელვებული ვიყავი. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ამაში დამნაშვე ჩემი აგენტი არაა.

ყველაფრისთვის დიდი მადლობა! თქვენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტი მაჩუქეთ! ამ გუნდის გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანები არიან! მადლობა ყველას, ვინც ჩემი წასვლა გულთან მიიტანა და მათაც, ვისაც გაუხარდა", - წერს კვარაცხელია ინსტაგრამზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Rubinshi gadavida amis tvinshi chamaxeda
Levani
16:20 02-07-2019
1
Cudi is aris rom 18clis bichi did da iset kontraqts itxovs romelic tviton unda xelfasze fiqrobs, rasac gixdidnen imis naxevaric rom shemoetavazebinat unda datanxmebuliyavi, ratom? 1) siomini kargi mcvrtnelia progresic geqneboda da bevrs iscavlidi 2) ligaze da evropaze itamashebdi yovel cels da gamocdilebas miigebdi radros fulze fiqria 18 clis xar jer karieraze unda ifiqro fuli da didi shemotavazebebi tavisit mova tu mxolod varjishze ganvitarebaze geqneba koncetracia da moikleb gulaobas gulaobas 30 clis asakidan rom daicyo gviani ar iqneba rubinshi gadadiso daicera da tu martalia cin gadadgmuli nabiji ki araris 2 it ukan gadadgmulinabijia, gmertmaqnas evropuli gundshi gadasuliyavi carmatebebi yvela qartvel sporcmens
Va-Le
15:51 02-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული