#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

მარტვილის "მერანის" თავდამსხმელი ტაილანდის ჩემპიონატში წავიდა

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 3-ში მოასპარეზე მარტვილის "მერანის" ფეხბურთელი დავით ციცხვაია კარიერას ტაილანდურ "პატანიში" გააგრძელებს - ამის შესახებ ორივე კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.

30 წლის ცენტრფორვარდმა ახალ კლუბში 7-ნომრიანი მაისური მოირგო და პირველი შეხვედრაც ჩაატარა.

რაც შეეხება "პატანის", ეს კლუბი ტაილანდის ჩემპიონატის რანგით მეოთხე, სამხრეთის დივიზიონში ასპარეზობს, სადაც მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "კადენზა სატუნ იუნაიტედს" 4 ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ ციცხვაია, გუნდში ერთადერთი ქართველი არ არის, "პატანის" ღირსებას 35 წლის მარჯვენა მცველი გიორგი ციმაკურიძეც იცავს, რომელიც კლუბს მიმდინარე წლის თებერვალში იმავე "მერანიდან"
შეუერთდა.

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ