შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება

AutoSharing Option
"მერანი" ეროვნული ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში, ქუთაისში "ტორპედოსთან" დამატებით დროში 0:3 დამარცხდა და ლიგა 2-ში დარჩა. მარტვილურ გუნდს პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ თამაშის შემდეგ მისმა ფეხბურთელებმა გასახდელი დაალაგეს და მეტოქეს გამარჯვება მიულოცეს - ვერაფერს იტყვი, მართლაც ღირსეული საქციელია.

Sportall.Ge

ამ შეხვედრასა და ფაქტს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა:

"ეს მნიშვნელოვანი და კარგი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამას ქართული გუნდიც ამკვიდრებს. გადამწყვეტი და ემოციური თამაშის წაგების შემდეგ, როცა გუნდი ახერხებს და
საკუთარ თავში ამის ძალას პოულობს, დასაფასებელია. მთელ რიგ საკითხებში ნორმად მივიჩნევთ იმას, რაც არანორმალურია და კარგია, რომ რაღაც პირიქითაც ხდება და მსგავსი ფაქტებით კარგი მაგალითები ჩნდება. მადლობა და წარმატებები მარტვილის "მერანს", ქუთაისის "ტორპედოს" ვულოცავ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბათუმის მსგავსად, ამ ქალაქსაც ახალი სტადიონი სჭირდება!"

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბ-ნო შოთა. გამოცდილი მწვრთნელი და სპეციალისტი ხართ. აი ჩვეული პირდაპირი ბრძანებთ, ცეცაძის ადგილი არის ე-ლიგაში და საერთოდ ფეხბურთში?
კოტე
14:25 15-12-2021
2
მივცეთ დეველოპერს სტადიონის ტერიტორია და სანაცვლოდ შუაგულში ავაშენებინოთ კოხტა სტადიონი. თან ქრთამიც გამოვართვათ.
oceola
18:52 14-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული