#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"საბურთალო" ტირასპოლში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი დედაქალაქური “საბურთალო” ტირასპოლში გაემგზავრა, 10 ივლისს კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვაში “შერიფს” დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გასვლით შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან ლეგიონერები – ელვინ ტერა და ინტერს გი, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. დანარჩენი ფეხბურთელები კი მწყობრში არიან და ემზადებიან “შერიფთან” სათამაშოდ. ქვემოთ გაგაცნობთ “საბურთალოს” შემადგენლობას, რომელიც მოლდოვაში გაემგზავრა:

მეკარეები:
ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი.

მცველები:
გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა,
იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები:
სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვესი, გიორგი კოხრეიძე

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა,ოგნიენ როლოვიჩი,გიორგი გულიაშვილი

fcsaburtalo.ge