"ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა და უშანსოდ არ არის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო" სტუმრად "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა.

მძიმე ფინანსური ვითარების გამო "ტორპედო" თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა და მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მოედანზე ხელახლა ჩამოყალიბებული გუნდი გაიყვანა. თან, "ტორპედოს" ზივზივაძე და დოლიძე ვერ დაეხმარნენ. 20-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რისი მიზეზიც ალბათ, სიცხე იყო - შეხვედრის დასაწყისში ტემპერატურა პლუს 38 გრადუსი იყო.

მიუხედავად ასეთი სერიოზული პრობლემებისა, "ტორპედომ" თამაში მშვიდად დაიწყო, მეტოქეს არაფერსაც არ უთმობდა და გასაქანსაც არ აძლევდა. თამაში ვერ მიმდინარეობდა მაღალ ტემპში, თვალსასეიროც არ გახლდათ და
მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.

მეტოქე სადღაც მე-20 წუთისთვის უპირატესობას კი დაეუფლა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად (მარცხენა ფლანგიდან ბურთის ცენტრში ჩაკიდებით) და უხიფათოდ უტევდა. პირველი რეალური მომენტი შიმკენტელებს 39-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც იერლანოვმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა ბურთი და მეკარე კვასხვაძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და 65-ე წუთზე "ორდაბასიმ" ანგარიში გახსნა - კუთხურისას გამოსვლაზე კვასხვაძე შეცდა და იერლანოვმა თავით გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე კი კვასხვაძემ მალანგუს ძლიერი დარტყმული მოიგერია.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შექმნილ ვითარებაში ეს არ არის ურიგო შედეგი, მოწინააღმდეგე არაა დაუმარცხებელი გუნდი, მაგრამ "ტორპედოს" შეტევა ძალიან უჭირს და განმეორებით შეხვედრაში გოლი გასატანი აქვს.

შიმკენტი. "კაჟიმუკან მუნაიტპასოვი"
ორდაბასი - ტორპედო 1:0
გოლი: იერლანოვი (65)

ორდაბასი: ნეპოგოდოვი, მალანგუ, იერლანოვი, მეჰანოვიჩი (შეტკინი 64), ტოლებეკი (ბაბიდანგა 55), ჟანგილიშბაი (ბისტროვი 75), დიახატე, მალი, დოსმაგამბეტოვი, ფონტანელო, ჟოაო პაულო

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ფონიავა (მოსიაშვილი 86), ცინცაძე, ნადარია, ჩოგაძე (კობახიძე 68), ციცქიშვილი, კაპანაძე (ცეცხლაძე 76)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 14 /
რომ არა კვასხვაძის შეცდომა ტორპედო ამ მატჩს არ წააგებდა. რა თქმა უნდა გოლსაც ვერ გაიტანდა! ისე ამ შეკოწიწებულმა გუნდმა მაინც კარგად იბრძოლა. იმედია შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ!
gigo
11 ივლისი 2019 20:09
6
კვასვაძე გასაშვებია, არ უნდა იყოს ხელუხლებელი არავინ,მითუმეტეს ვინც გუნდს აზარალებს,,ასეთი მეკარეების ადგილი ნაკრებშიც არ არი
quji
11 ივლისი 2019 20:44
24
ტორპედო რო არ დაშლილიყო იგივეს დამართებდა ორდაბასს რაც საბურთალომ შერიფს დამართა
Lova
11 ივლისი 2019 20:55
1
კრიტიკა არ მიყვარს და მაპატიეთ არ გამიბრაზდეთ ეს რა არის ხალხო ? ანტიფეხბურთი ნერვები მეშლება რატომ ვუყურე თამაშს ერთი საგოლე მომენტი გუნდმა როგორ ვერ უნდა შექმნას
მმმმ
11 ივლისი 2019 20:03
10
დაგაძალა ვინმემ ყურება? ანტი ფეხბურთიო რომ ამბობ ალბათ არც კი გსმენია ტორპედოს პრობლემების შესახებ. 12 ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან. ფაქტიურად სათადარიგო ფეხბურთელებით ითამაშა. არ იყო კარგი თამაში მაგრამ რამოდენიმე დღეში შეკრებილი დარჩენილი ფეხბურთელებით ითამაშა გუნდმა. ამათ ადგილზე ბევრი გუნდი საერთოდ გაქრებოდა. მაგრამ ეს ქუთაისელებმა და ამ ბიჭების დამსახურებაა რომ კიდევ არის იმედი გასვლის. თვეების მანძილზე უხელფასოდ იბრძოდა ეს გუნდი და ბრძოლობდა რომ სახე შეენარჩუნებინა. ახლა გვერდში დგომა ჭირდებათ და არა კრიტიკა. გასაგებია კვასხვაძე შეცდა მაგრამ აქვს ამ ფეხბურთელს იმდენი დამსახურება ამ გუნდში რომ მინიმუმ პატივი ვცეთ და არ გადავაყოლოთ. ბოლომდე ბიჭებო. ყველაფერი გამოვა
ქქქქქ
12 ივლისი 2019 02:05
1
მთელი გუნდი წავიდა ხალხო და ერთი კვირის შეკრებილ ბიჭებს,დალაგებული ფეხბურთი როგორ უნდა ეთამაშათ?ქუთაისელების და ჩხეტიანის მებრძოლი ბუნება რომ ვიცოდი,ვიმედოვნებდი,სამ ბურთზე მეტით არ წააგებენ მეთქი და ამათ მხოლოდ ერთი გაუშვეს.საყვედური როგორ უნდა დამცდეს ბიჭებზე.თან თამაშის დაწყებისას,38 გრადუსი იყო სიცხე.გრძნობთ ეს რა არის?სამწუხაროა,რომ გოლი კვასხვაძის შეცდომას მოჰყვა,მაგრამ მიუხედავად ამისა,ის გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.თანაც იმ მომენტში შეცვლაზე შემოვიდა შჩეტკინი,ორ მეტრამდე სიმაღლის კაცი.ეს კურულასავით ბიჭები მას დაიჭერდნენ?როინი მისთვის ხელის შესაშლელად გამოვიდა და მან ვერც მიიღო ბურთი,სხვამ დაარტყა და ახტომაც არ დასჭირვებია თითქმის.რა თქმა უნდა შეცდა დაცვა და განსაკუთრებით კვასხვაძე,მაგრამ ეს ყველაფერი შჩეტკინის ფაქტორმა განაპირობა.ენა არ მომიბრუნდება ბიჭების სასაყვედუროდ,მათ ყველაფერი გააკეთეს,რაც შეეძლოთ.იმედია საპასუხო მატჩში დოლიძე დაბრუნდება,ხოლო კაპანაძის და ფონიავას ტრავმები სერიოზული არ აღმოჩნდება.ქუთაისში კიდევ უფრო გაგვიჭირდება,რადგან ტექნიკურ და სწრაფ ორდაბასის შემტევებს სივრცეები მიეცემათ და კლასიც საკმარისი აქვთ.ქუთაისელებს გვერდით დგომა და გულშემატკივრობა უნდათ ახლა და არა შერცხვენა ან კრიტიკა.უკვე ბევრჯერ მოხდა,რომ ჩხეტიანის წასვლას მოითხოვდა ზოგიერთი გულშემატკივარი,მაგრამ გადიოდა მცირე დრო და ტორპედო ისეთ სპურტებს აკეთებდა,რომ თავისი მოთხოვნა,ყველას ავიწყდებოდა.ახლაც დრო სჭირდება კახას,ცოტა დრო,რომ შემადგენლობა და თამაში დაალაგოს.თუ გაგვიმართლა და ორდაბასს გადავახოხდით,შემდეგ გუნდი გაცილებით უფრო დალაგებული იქნება,მაგრამ ეს დრო არა გვაქვს და ესაა უბედურება.ზივზივაძეს წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ ვფიქრობ ტორპედოს რომ დახმარებოდა და მერე წასულიყო,გაცილებით უკეთესი იქნებოდა მისთვისაც და გუნდისთვისაც.ვიცი დავალიანებებს გუნდი ვერ იხდის,მაგრამ ორი კვირა არაფერს შეცვლიდა.ბუდუ კარგი ფეხბურთელია,მაგრამ უცხოეთში გაქცევაზეა ჩაციკლული მგონი და ამის გამო ყოველ წასვლაზე შეცდომებს უშვებს.თავის ფასს,თვითონ აგდებს და მერე დრო ტყუილად ეკარგება.იმედია ახლა მაინც გაუმართლებს,მაგრამ არა მგონია.გამიხარდება თუ შევცდები.
ტორპედოს არაფერი აქვს დასაკარგი და ამჟამად სწორედ ეს არის მისი სიძლიერე.ცარიელი კაცი ხომ ქვაზე მაგარია,ქუთაისელი გულშემატკივარი კი,კიდევ უფრო მაგარი.ასე რომ მიდით ბიჭებო და გულშემატკივრებო,მიაწექით.თქვენ ერთი გუნდი ხართ,მე კი,თქვენი გულშემატკივარი,კახეთიდან.კახა ცხადაძეს წარმატებებს ვუსურვებ ყველა სხვასთან,მაგრამ არა საპასუხო მატჩში.
სოსო
12 ივლისი 2019 08:55
0
მაისურებზე სპონსორი რომ აწერიათ, კრისტალბეთი, გუნდი ათმა ფეხბურთელმა დატოვა და საინტერესოა რაღას ასპონსორებენ, ტუალეტის ქაღალდს და საპონს ყიდულობენ?
patrioti
12 ივლისი 2019 07:30
0
რა მაგრები ხართ რაა. კვასხვაძემ რო 2 მკვდარი ბურთი აიღო მინიმუმ არაუშავს???
giorgi
12 ივლისი 2019 09:21
2
vinaa gasagdebi, kvasxvaze roina tu gasagdebia, loria unda idges nakrebchi xo albat, erti checdoma mtel tamachchi, mtelma tamachma roinas zurgze gadaiara, ramdeni mkvdari burti aigo manamde, gundi dagvichales da axla ordabasis mogebas itxoven, am ordabass ro ukureb cheripze zlieri gundia ,roina kutaiseli kacia da torpedos saxea.
KUTAISELI
12 ივლისი 2019 10:10
0
კუთხურის ჩაწოდების დროს, ბურთმა ჰაერში პირითი ხაზი არ გადაკვეთა?
გულშემატკივარი 58
12 ივლისი 2019 11:11
1
შენ ვიღაცა ხარ რა მაგარი ხარ უეჭველი რაღაცა კავშირი გაქვს ტორპედოსთან რატო უყურეო რომ იძახიხარ ამით იხსნება შენი მიდგომა ფეხბურთზე შენ უეჭველი მჭამელი ხარ ვიდრე საქმის მკეთებელი და მოგწონს ასე რომ ნიავდება ფული ტყუილად რას ამბობ შარშან რომ არ ქონდა პრობლემები იმიტომ გავედით ნახევარფინალში არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ მაიძულე
მმმმ
12 ივლისი 2019 06:11
2
ase kartuli gundis cinaagmdeg kartveli kaci ikos ar minaxia, madloba cxadazes kiara kvasxvazes ekutvnis jer erti da mere meore erdogans, polebs da pachuchiebs kiar vetamachet, milioneri legionrebis gundi chegvxvda, cheripze zlieri,da torpedo ra dgechicaa kvelam icis uproscorad ra dgechic chaagdes, da torpedo kidev tavis saxes arasdros kargavs, da arc dakargavs, gundi axali chekrebilia, sachmelis puli araakvt da pirikit gamxneveba chirdeba, bevrjer kopila torpedo aset da uares dgechi mara ar dakargula arasdros da arc axla daikargeba, male chegecvlebat chven torpedoze azri.
KUTAISELI
13 ივლისი 2019 21:55
0
უშანსოდ კი არა ბიძიკოებო ცხდაძეს შეუთვალეთ მადლობა რომ არ გაგანადგურათ და ტორპედოს გუნდის სახე შეუნარჩუნა. რა პრობლემაა ორდაბასი აქაც მოიგებს თამაშს. ასეა ეს ბიძიკოებო
xx
12 ივლისი 2019 10:50
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული