#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ფრანგული მედია: დავით ხოჭოლავათი ლიგა 1-ის კლუბი ინტერესდება

AutoSharing Option
როგორც ფრანგული ladepeche.fr-ი იუწყება, ლიგა 1-ის წარმომადგენელი "ტულუზა" საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ცენტრალური მცველით, დავით ხოჭოლავათი ინტერესდება.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბი მას კრისტოფერ ჟულიენის შემცვლელად განიხილავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ "სელტიკს" შეუერთდა.

მათივე ინფორმაციით, ფრანგულ კლუბს "შახტარისთვის" ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიუმართავს.

დავით ხოჭოლავამ გასულ სეზონში დონეცკური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მოახერხა და ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა.

რაც შეეხება "ტულუზას", კლუბმა გასული სეზონი ლიგა 1-ში მე-16 ადგილზე დაასრულა.

altზიდანმა "რეალიდან" შვილიც გაუშვა - 9 ივლისის ტრანსფერები და ჭორები


Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ