#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"სან ხოსეს" მწვრთნელი: ასე უნდა ითამაშოს, რომ ჩემთვის ასპარეზობა განაგრძოს

AutoSharing Option
"კოლორადო რეპიდსთან" მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ "სან ხოსეს" არგენტინელმა დამრიგებელმა მატიას ალმეიდამ ვაკო ყაზაიშვილის შესახებ ისაუბრა.

ქართველმა შემტევმა "კოლორადოს" ლამაზი გოლი გაუტანა.

ალმეიდას ყაზაიშვილისა და კარლოს ველას შედარება სთხოვეს, რომელიც MLS-ის საუკეთესო ბომბარდირი და გამორჩეული მოთამაშეა.

"ასეთი შედარებები არ მაინტერესებს. ორ უდიდეს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და ვაკო იმ დონეზეა, რასაც მისგან ველი. როდესაც აქ მოვედი, ის უფრო დაბალ საფეხურზე იყო, თუმცა ვარჯიშითა და საუბრით, მიხვდა, ასე უნდა ითამაშოს, რომ ჩემთვის ასპარეზობა განაგრძოს", - განაცხადა ალმეიდამ.

MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში ყაზაიშვილმა უკვე 7
გოლის გატანა მოახერხა.

altვაკო ყაზაიშვილმა მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა [VIDEO]
Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ