#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

"გენტის" მწვრთნელმა გიორგი ბერიძეს კუბო ამჯობინა

AutoSharing Option
წინასასეზონო შეკრებაზე "გენტის" შემადგენლობაში 6 გოლის გატანის შემდეგ გულშემატკივრები ძირითად შემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ბერიძის დაყენებას ელოდნენ, მაგრამ მწვრთნელი იეს ტორუპი ასე არ მოიქცა.

ტორუპი სასტარტოში "ნიურნბერგიდან" დაბრუნებულ იაპონელ თავდამსხმელს, იუია კუბოს ათამაშებს, ბერიძე კი მისი შემცვლელია.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ვიტორულთან" (სახლში 6:3 მოიგეს და კუბომ დუბლი შეასრულა) ბერიძემ კუბო 62-ე წუთზე შეცვალა, ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "შარლერუასთან" (1:1) კი - 77-ეზე.

თავადამსხმელი გიორგი ქვილითაია ამ შეხვედრებში განაცხადში არ ყოფილა, ხოლო მუხლზე ნაოპერაციები გიორგი ჩაკვეტაძე
ოქტომბრამდე იუქმებს.

ასევე დაგაინტერესებთ