kaagentfans.be: გიორგი ბერიძე გოლების კონვეირია - "გენტი" მალე კონტრაქტის გაგრძელებას შესთავაზებს

AutoSharing Option
"გენტმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ბერიძე როგორც იქნა, განაცხადში შეიყვანა, თუმცა ჯერ ნომრის გარეშეა.

კლუბის გულშემატკივართა საიტმა სპეციალური წერილი მიუძღვნა ბერიძეს და წინასასეზონო შეკრების აღმოჩენა უწოდა.

"ბერიძე წინასასეზონო შეკრების აღმოჩენაა. 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა და გოლების კონვეირია. ის მეოთხე წელიწადია გუნდშია და მხოლოდ ახლა მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან ძნელია.

2015 წლის ივნისში გაუფორმა "გენტმა" 18 წლის ბერიძეს კონტრაქტი. მიუხედავად ამისა, მუდამ იჯარით ჰყავდათ გაშვებული. გიორგი ფლანგის თავდამსხმელია, მაგრამ მოედნის სიღრმეშიც შეუძლია თამაში. მწვრთნელმა იეს
ტორუპმა რამდენიმე კვირის წინ მიცემული პირობა შეასრულა და განაცხადში შეიყვანა. გასულ სეზონში განათხოვრებულ 6 ფეხბურთელს შეკრებაზე თავის წარმოჩენის შანსი მისცეს და ქართველმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

უფრო მეტიც - მას კონტრაქტი გაისად უმთავრდება და გახანგრძლივებას მალე შესთავაზებენ. შაბათს "არისს" მიხაელ ლუსტიგის გადაცემის შემდეგ ბურთი თავურით გაუტანა. ტორუპს უნდა გუნდი 3-5-2 ტაქტიკით ათამაშოს და სპარინგების საუკეთესო ბომბარდირს მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენებს.

"გენტი" სამი გიორგით შეუტევს - თანამემამულეებთან, გიორგი ჩაკვეტაძესთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად".

ჩაკვეტაძემ ფორვარდ რომან იარემჩუკს თავისი 7 ნომერი 10-იანში გაუცვალა, ქვილითაია ისევ 13 ნომრით იასპარეზებს. მას უფრო ხშირად მოუწევს ასპარეზობა, რადგან 23 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ალეკსანდრ სიორლოტი, რომელიც იჯარით ჰყავდათ აყვანილი, "კრისტალ პალასში" დაბრუნდა.

28 ივლისს, ჩემპიონატის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად "შარლერუას" შეხვდება, იქამდე კი ამხნაგურ მატჩებში "სენტ ტრუიდენსა" და "ალკმაარს" დაუპირისპირდება.


Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს 32 წლის როჟა 18 წლისაა?
Piper
04:25 13-07-2019
29
ეს ხო ძალიან კარგია წარმატებები გიოს,და ადმინ თხოვნა იქნება გაგვარკვიოთ კიდევ ერთ გიოზე,ანუ ჭანტურიაზე რა ხდება მის თავს და საერთოდ სად დაიკარგა ეგ ბიჭი,წინასწარ მადლობა
Aba heee
01:30 13-07-2019
2

სიახლეები პოპულარული