ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ვერცხლს წაგებები მოჰყვა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ჩილეში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად აღებული სტარტი ჩვენმა მოზარდებმა მთლად ისე შემართებით ვეღარ გააგრძელეს და ორი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი ვერცხლის ამარა ვართ. ეს ჯილდო პირველ დღეს მოიპოვა ლუკა კაპანაძემ (55).

10 აგვისტოს სანტიაგოში ისეთი ამბები დაგვატყდა თავს, სანუგეშო წრეში გასვლაც სანატრელი გაგვიხდა. არადა, ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით მომგები მიხეილ ბახბახაშვილი (66) ჭიდაობდა და უიმედოდ არც გიორგი კაპანაძე (60) იყო.

კაპანაძე პირველივე წრეში ვაზარ-იპონით დამარცხდა უკრაინელთა ევროპის მედალოსან ვადიმ ჩერნოვთან, ბახბახაშვილმა კი ერთი წრე გაიარა - ამ სეზონში
უკვე მეორედ მოუგო ფრანგ ენცო გიბეს. მაგრამ კანადელ კეგან იუნგთან აშკარად დაიჩაგრა. ბახბახაშვილმა წაგება ძალიან განიცადა.

გუშინვე იჭიდავა ჩვენმა პირველმა გოგონამ, მაგრამ ისიც პირველივე წრიდან გამოვარდა - ეკატერინე ტატუნაშვილი (52) ბრაზილიელ ნიკოლე ფრანზოისთან წმინდად დამარცხდა.

დღეს და ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისევ პირად პირველობაში გაგრძელდება შეჯიბრებები. ჩვენგან დღეს ბიჭებში ევროპის კიდევ ერთი ჩემპიონი ლაშა ბექაური (73), გოჩა ღვაჩლიანი და ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი ვლადიმერ ახალკაცი (ორივე - 81), გოგონებში კი ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული მარიამ ჭანტურია (63) იჭიდავებენ.

ხვალ ჩვენგან ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და ევროპის ფინალისტი მიხეილ ბექაური (90), ამ ორივე ტურნირის ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+70) და მესამე პრიზიორი ლევან ჭელიძე (+90) იჭიდავებენ, ზეგ კი გუნდური შეჯიბრებაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაშა მეგობრებო ,ლაშა ბექაური იპონ ჩემპიონია,მარიამ ჭანტურიამ კი ბრინჯაო აიღო.ვულოცავ ორივეს და დიდ მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებ.ლაშას იმედი მქონდა,მაგრამ მარიამ ჭანტურიას ჭიდაობა არ ვიცოდი,მხოლოდ წაკითხული მქონდა და მართლა მაგარი გოგო გვეზრდება,იმედიანი.ის ერთი წაგებული ბრძოლაც იაპონელთან,არ წაუგია,უბრალოდ აქტიურობისათვის ძალა აღარ ჰქონდა და გააფრთხილეს.დამატებითი დროის 2.43 წუთში.წუხელვე პოლონელმა დაამარცხა იაპონელი გოგო დამატებითი დროის 10 წუთის და 57 წამის შემდეგ.,არც ერთს გაფრთხილება არ ჰქონდა.
სოსო
08:56 12-08-2017
0
ბექაური ნახევარფინალშია,რუსეთიდან აგაიანს მოუგო დამატებით დროში,მარია, ჭანტურიამ კი მისხალი არ დაუთმო იაპონელ იუკის და მხოლოდ დამატებით დროში 2 წუთისა და 43 წამის შემდეგ წააგო გაფრთხილებით.ბოლომდედაიხარჯა და გინდა მომდევნოც წააგოს ჩემი სიმპათია ნამდვილად დაიმსახურა.
სოსო
21:46 11-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული