ჭიდაობა

ძიუდო

ამის შემდეგ უარესი დაემართება - ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ყოფილი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დღეს დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვასა და სამუშაო სკამის სანაგვე ყუთთან გამოტანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ადამიანს როდესაც ნამუსი არ აქვს, ასე უნდა მოექცე! და კიდევ თუ არ წავა ამის შემდეგ, მერე უარესი დაემართება, დარწმუნებული ვარ!", - წერს ზვიადაური.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, თუმცა თავად ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას კვლავ ინარჩუნებს.

▶ ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას
თავი აარიდა
ასევე დაგაინტერესებთ