მედიაცენტრ "მთავარში" ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა წინანდალში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ზურაბ ზვიადაურს სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება... ჭრიკიშვილი ამბობს, რომ მთლიანად სპორტული სამყარო ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას.
"ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და აქამდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. 20 წელია ძალიან ახლოს ვიცნობ. ვიცი, რომ იქით მხრიდანაც დაღუპულია და მინდა მივუსამძიმრო (გარდაცვლილი
ნიკა კენჭოშვილის ოჯახს).
ამ ფაქტს თვითონაც ძალიან განიცდის. ისეთ დღეშია, რომ ფაქტობრივად, ძლივს დადის. მინდა, ადამიანურად მივუდგეთ, რომ ასეთი რაღაცები ხდება და რომ ყველა კაცს შეიძლება შეემთხვეს. შენს საყვარელ ადამიანს, ყველაზე ძალიან ვინც გიყვარს, შენს სისხლს და ხორცს ასე რომ ნახავ... იმის თქმა მინდა, რომ ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. პირადად მე ვაცხადებ, რომ ვეღარ ვიმეგობრებდი, გაქცეულიყო და ბუჩქებში დამალულიყო, ძმას ასეთი რაღაც შეემთხვა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელში ვადევნებ ხოლმე თვალს და ძალიან ბევრი ადამიანი, ალბათ 90% ეთანხმება იმას, რომ ასე მოიქცეოდა. მე გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მაშინ მე კი არა, ის 90%-იც დასაჭერია“, - აცხადებს ავთანდილ ჭრიკიშვილი და აღნიშნავს, რომ მაშინ ზურაბ ზვიადაური აფექტის მდგომარეობაში იყო.