აკი ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინმა აბი შიტატენაგეთი დასცა და ოძეკის ტიტული გადაირჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს აკი ბაშოს XIV საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მერვე გამარჯვება მოიპოვა და კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმა.

ლევან გორგაძე მეოთხე მაეგაშირა აბი მასატორას შეხვდა, მავაშში ხელის ჩავლებით თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და შიტატენაგეს ილეთით დასცა დოჰიოზე. ამ გამარჯვების შემდეგ ქართველ ფალავანმა ოძეკის ტიტული გადაარჩინა და მას აღარაფერი ემუქრება. ის ნოემბრის ბაშოზე კვლავ ოძეკის ტიტულით წარდგება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ოძეკი ტაკაისუ იქნება, რომელთან უარყოფითი ბალანსი 7:9-ზე აქვს.

ჯურიო ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა გაგამარუმ, რომელმაც მეს
ამე ლიგის წევრ ტომოკაძესთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელს ბალანსი 6:8-ზე აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას დიდი ალბათობით მესამე ლიგაში დააქვეითებენ.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ადე ბიჭო სახლში ჭამე!
sdfffff
23 სექტემბერი 2018 01:19
0
ტოჩიმ თუ ჩაგავლო, ფართხალი უნდა შეწყვიტო და....მოდუნდე... :D
ლადო
22 სექტემბერი 2018 19:09
0
არადა, აქ გუშინ ვიღაც წერდა, ვერ მოიგებს მერვე შეხვედრას, დათმობს ოძეკობასო, ეს ვიღაც მე ვიყავი .....

მადლობა უფალს, შევცდი!


გაუმარჯოს ქართულ სულს, გაუტეხელს.... უკვდავს!
petrekupry
22 სექტემბერი 2018 16:52
3
დაგდების მერე, ტოჩი ალბათ ასე გაიფიქრებდა: "არ დამიწყო აქ ხტუნაობა!!!" ;)))

წარმატებები ჩვენს გმირს მომავალშიც და შორს იყოს მისგან ტრამვები!!!
დათო
22 სექტემბერი 2018 14:10
1
ეჭვი არ მეპარებოდა,რომ ლევანი დადებით ბალანსს მიაღწევდა,მაგრამ მაუნც ყოჩაღ.გაგამარუს გამო კი ძალიან ვწუხვარ,ტრავმებმა თავისი გაიტანეს.
სოსო
22 სექტემბერი 2018 12:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული