მსოფლიოს ჩემპიონატი. ლაშა შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 სექტემბერს ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ცენდ-ოშირს დაუპირისპირდა, რომელთანაც იპონით დამარცხდა.

ქართველი ფალავანი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, თუმცა მონღოლმა შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი სამი გაფრთხილებით დაამარცხა, ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელთანაც "ოქროს ქულის" მოპოვებით გაიმარჯვა, მესამე ეტაპზე ჩვენებურმა ფრანგ აქსუსს ვაზარით სძლია.

ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში მუჰამედ მოჰამადისთან იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს
აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. ამირან პაპინაშვილმა (60)
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



მკითხველის კომენტარები / 6 /
კლავიატურის ლომებო, შუბლის ძარღვებზე რომ ლაპარაკობთ… ნეტა იმის ნახევარი ნამუსი და ვაჟკაცობა გქონდეთ, ამ ბიჭებს რომ აქვთ…

20 წლის ბიჭი რომ ოლიმპიური ჩემპიონი ხდება და მერე უკან-უკან მიდის, ან მსოფლიოს საუკეთესო ფალავანი ოლიმპიადებზე რომ უმედლოდ რჩება და ბოლოს ნაკრებშიც ვერ ხვდება, ამდენი მოჭიდავე რომ გვყავს ერთი მეორეზე უკეთესი და ჩემპიონატებიდან მაინც ხელმოცარულნი რომ მოვდივართ, ამაში ვინაა დამნაშავე, თუ არა ფედერაცია და არასწორი მენეჯმენტი?! შავდათუაშვილი თუ ფორმაში არ იყო ტურნირის წინ, რატომ გაიყვანეს?! შეუცვლელი იყო თავის წონაში?! ამაზრზენია ეს ფედერაცია და მართვის მეთოდები. ბიჭები, რომლებსაც ჩემპიონატებიდან კი არა, ოლიმპიადებიდან უნდა ეზიდებოდნენ ბღუჯა-ბღუჯა მედლებს, იკარგებიან და მხოლოდ მეორეხარისხოვან ტურნირებზე აქვთ შედეგი... ან ნორმალური ფსიქოლოგების აყვანა რა გახდა, ან მენეჯერების, ვერ გავიგე... რაღას ეპოტინებიან ამ სკამებს, აახვიონ და დაგვასვენონ რა ჩვენც და მოჭიდავეებიც….
Lasha
22 სექტემბერი 2018 22:11
1
აშკარად ჩანდა,რომ ლაშა არ იყო მზად ჩემპიონატისთვის,წინა შეხვედრებში ძლივს სუნთქავდა,მოკლედ ფიზიკურად და ტაქტიკურად ის სუსტად გამოიყურებოდა,ე.ი ფედერაცია ვერაა სათანადო სიმაღლეზე და ამიტომ სანამ დროა უნდა დაახვიონ თავისი პრეზიდენტიანად,სანამ დროა და სანამ ჯერ კიდევ შეიძლება შველა,საჭიროა ახალი კომპენტენტური გუნდი,თორემ ცოტა ხანში გვიანი იქნება.ლიპარტელიანმა,ჭრიკიშვილმა და სხვა გუნდის წევრებმა,კარგად იციან რაც ხდება შიდა სამზარეულოში,მათ ამხილეს და სააშკარაოზე გამოიტანეს ყველაფერი,რაც ფედერაციაში ხდება,ამიტო მათ ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ და არა ვაკრიტიკოთ ისინი,ხომ სწორი აღმოჩნდნენ ეს ხალხი,ამიტომ ფედერაცია და სამწვრთნელო შტაბი მოსაშორებელია,ყანა უნდა გაიმარგლოს სარაველებისგან,თორემ კიდევ ვიმეორებ მოსავალს ვერ ავიღებთ.
roma
22 სექტემბერი 2018 20:52
9
ამ კაცს შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი.ხომ ხედავ შე დალოცვილო აღარ ვარგიხარ ამ საქმისთვის და წადი რა ან ამხელა ფულს რას ახარჯინებ ამ გაუბედურებულ ქვეყანას და ან რატომ აცდენ მაგ ადგილს რომელიც შეიძლება შენზე პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა შეავსონ მომავლის გათვლით თორემ შენ რომ აწი პერსპექტივა გავს ისე აშენდა ჩვენი მტერი
gia
22 სექტემბერი 2018 18:08
17
უაზრო ქება დიდებით და არარეალური მოლოდინებით ფუჭდება საქმე! ყველა სპორტის სახეობა ვითარდება, ძიუდოც მნიშვნელოვნად გამნვითარდა, ასე რომ საშუალო დონის პროფესიონალიზმს საშუალო დონის შედეგები მოაქვს! თუ დროულად არ მოხდება ჩვენს ძიუდოში შექმნილი მდგომარეობის გადაფასება, ძალიან მალე მხოლოდ სპორტული მონაწილეობა იქნება ჩვენი ხვედრი. ფედერაციას სასწრაფოდ სათავეში უნდა ჩაუდგეს პატიოსანი და მოტივირებული ხელმძღვანელობა! ნაკრებს აუციპებლად ერთი ძლიერი მწვრთნელი სჭირდება!!!! თქვე კაი ადამიანებო რას დადიხართ ამ იაპონიის შეკრებებზე და ხარჯავთ ამდენ ფულს?! რა შედგები მოგვიტანა ამდენმა უზრო შეკრებებმა??? თუ ასე ძალიან გინდათ იაპონელებისგან რამის სწავლა მაშინ აზიელი მწვრთნელის ჩამოყვანაზე ვიზრუნოთ, მინიმუმ კონსულტანტად მაინც!!! მწვრთნელებზე და განათლებაზე დახარჯეთ ფული და გაეშვით "პაეზდკებიდან" ატკატების ყურებას!!! ჩხვიმიანის და იაპონელის ჭიდაობისას უცხოელმა კომენანტორმა თქვა რომ ქართველების და იაპონელების, ორი გამორჩეული სკოლის პაექრიბას, ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდებოდითო...გავუფრთხილდეთ ქართული ძიუდოს სკოლას და ვიზრუნოთ მის განვითარებაზე!!!!
პაატა
22 სექტემბერი 2018 17:35
0
რას ერჩოდნენ ამ უზნაძეს
llcl
22 სექტემბერი 2018 17:12
0
ესეც თქვენი ჭრიკიშვილი-ლიპარტელიანის ,,რევოლუციაა" სამარცხვინო ფედერაციის თავკაციანად ქართული ძიუდოსთვის გამოთხრილი საძირკვლის ძირის შედეგებს ვიმკით სამწუხაროდ. სირცხვილი რევოლუციონერებსაც და არაფრის მაქნის ყოფილ პრეზიდენტსაც!!!
ბარდაკ
22 სექტემბერი 2018 17:09
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული