ჭიდაობა

ძიუდო

ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემი მოიგო

AutoSharing Option
27 ოქტომბერს  ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

მარგველაშვილმა ფინალში დამატებით დროში ყაზახ იერლან სერიკჟანოვს ვაზარით სძლია.

მან ფინალამდე ირლანდიელი ნეთონ ბიორნსი, ბელარუსი დმიტრი შერშანი და რუსეთის წარმომადგენელი იაკუბ შამილოვი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.


ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) რეპეშაჟში ბელგიელ ჟორე ვერსტრაეტენთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ