21:06 25-04-2024
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
AutoSharing Option
-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ესპანელი ალბერტო გაიტერო დაამარცხა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი თურქ მუჰამედ დემირელის აჯობა.
-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა. სამწუხაროდ, ეთერი ნახევარფინალში უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა. ამავე წონაში ნინო გულბანი ესპანელ მარტა მარტინთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 24 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გათხოვებაც უშლის სპორტს, როგორც ცოლის მოყვანა. რაც დამტკიცდა ლიპარტელიანის შემთხვევაში.
0
2
სიმბოლიური იყო გუშინდელი დღე - ჩვენ ქართველმა ხალხმა შევიტყვეთ, რომ ლგბტ იდეოლოგიის ოფიციალურ მატარებელ ევროკავშირს-ევროპას არ მოსწონს ჩვენი მისწრაფება ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ. საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარ კოლონიას და სურთ დაგვისვან მათ მიმართ სრულიად ლოიალური ხელისუფლება, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება ყველა მათ მითითებას. ეს ყველაფერი გამოიხატა ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციაში! და ამ დღეს ვაჟა მარგველაშვილმა, ფალავანმა გორიდან, სტალინის სამშობლოდან ქართულად იჭიდავა ძიუდო და ბეჭებზე დასცა ევროპა, ყველა, უკლებლივ! ვულოცავ ჩვენს საამაყო ფალავანს ამ დიდებულ სიმბოლიურ გამატჯვებას!
22
14
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული