23 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლაშა შავდათუაშვილი (73).
შავდათუაშვილმა რეპეშაჟში გერმანელ ენტონი ზინგს დამატებით დროში ვაზარით სძლია, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი იპონით დაამარცხა.
თავიდან პირველ წრეში შავდათუაშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჩეხ იაკუბ იესმინეკს შეხვდა და მტკივნეული ილეთით დაამარცხა. შავდათუაშვილის შემდეგი მეტოქე სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალი კი ლაშამ რუს მუსა მოგუშკოვთან ვაზარით წააგო.
ამავე წონაში ფრიდონ გიგანი პირველივე წრეში იაპონელ შოჰეის ონოსთან ვაზარით დამარცხდა.
81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი კაციაშვილმა პირველ წრეში სლოვაკი ფილიპ სტანცელი იპონით დაამარცხა. შემდეგ კი ბულგარელ ივაილო ივანოვთან იპონით წააგო..
ამავე წონაში ბექა დონგვანმა პირველივე წრეში აზერბაიჯანელ ფაგან გულუზადასთან სამი გაფრთხილები წააგო.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) მოიპოვა.