არის იპონი! - ლუკა მაისურაძემ ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 მარტს ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81) ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მაისურაძე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ფრენკ დე ვიტს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

ლუკა მაისურაძე აქამდე (81) რეპეშაჟში რუმინელ მარსელ ცერცეას შეხვდა და ვაზარით მოუგო.

მაისურაძემ სტარტზე მაკედონიელ კატალინ მარიანს იპონით მოუგო, შემდეგ მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატარ ვაზარით სძლია. მეოთხედფინალში მაისურაძე დამატებით დროში გერმანელ მაიას კეისთან დამარცხდა, რითაც რეპეშაში გადავიდა.

ტატო გრიგალაშვილი პირველივე შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.

სამწუხაროდ ლაშა შავდათუაშვილი (73) რუს ევგენი პროკოპჩუკთან
პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა.

ვალერი იაშვილი (73) ასევე პირველივე შეხვედრაში იპონით დამარცხდა რუსეთის წარმომადგენელ გიორგი ელბაკიევთან.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ბაგრატს ნინიაშვილმა (66) მოიპოვა. 17 მარტს უშანგი მარგიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (90) ონისე სანებლიძე (-100), გიორგი ბერიაშვილი (-100) და გელა ზაალიშვილი (+100) გამოვლენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლ. მაისურაძე ძლიერი ბიჭია- სეროიოზული ყურადღება და ოლიმპირი ჩემპიონი გახდება!
გლახუნა
16 მარტი 2019 18:34
0
ოტკონბაატარს და დვიდ ფრანკს რომ მოუგებ ერთ ტურნირზე ისეიგი მაგარი ბიჭი ხარ. წარმატებები ლუკას დაიმახსოვრეთ ეს ბიჭი მომოვალი ოლიმპიური ჩემპიონია!
laguna
16 მარტი 2019 18:33
0
დვიდ ფრანკი ვინაა ეგება გაგვაგებინო თუ ღმერთი გწამს.
emigranti
17 მარტი 2019 03:01
0
მაგარი ბიჭია. დე ვიტტი სუსტი სულაც არ არის და ლუკა მთლად ახალგაზრდა ცანს. კარგი მომავალი აქვს; მთავარია გამოიყენოს!
გიორგი
16 მარტი 2019 18:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული