თუშიშვილი 1/2-ფინალში მოულოდნელად დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.


თუშიშვილს ბრინჯაოსთვის მოუწევს ბრძოლა, სადაც ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდება.

აქამდე მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.


პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი
ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ცრუ მოლოდინებს ვაჩენთ ხოლმე და მერე თვითონ ვხდებით ამ მოლოდინის მსხვერპლი გურამი მაგარი ძიუდოისტია თუმცა უნდა ვაღიაროთ არაა რინერის დონის და რინერივით უპირობო ფავორიტი ყველა შეხვედრაში. წარმატებას გისურვებთ მომავალში იმედია ბრინჯაოს მოიგებ!!!
912
31 აგვისტო 2019 15:31
3
მაგრად გატეხა გურამის წაგებამ მაგრამ იმედია ბრინჯაოს მაინც აიღებს. 2020 ში აუცილებლად უნდა გამოასწოროს და ოქროზე გაიწიოს. კომენტატორი მაგარი კაცი იყო მეორე 1/2 მიდიოდა და ახლა გურამის მეტოქე ირკვევაო ძაან არა ობიექტურად მიყავთ სულ. კრპალეკი ამ ფორმაში მყოფ გურამთან არ იქნე ბოდა უშანსოდ.
Tom
31 აგვისტო 2019 15:20
1
რინერი სად არისო კაცოო რინერის დამარცხებით ექნება ჩემპიონობას ლაზათიო მართლა საპნის ბუშტა ერი ვართ
dato
31 აგვისტო 2019 15:25
6
აბა, ბიჭო, იმდენი იბაქიბუქა ამ კომენტატორმა. გულისამრევია ეს ამპარტავნება! და თან თარსი. რა რინერი, რი რინერი? მაიცა რა! კარგი ბიჭია უდავოდ, მაგრამ არ უნდა ეს კერპთაყვანისმცემლობა, ცუდ სამსახურს წევს. დანარჩენები: ლიპარტე;ლიანი, ღვინიაშვილი, შავდათუაშვილი, პაპინაშვილი ა.შ. -დავაი და სვიდანია რა! პატარებს მიეცით შანსი. ზაალიშვილი რატო არ წამოიყვანეს, ერთი არგუმნეტი ვერ მოვისმინე
ზურა
31 აგვისტო 2019 16:16
0
დათო შენ სპნის ბუშტი ხარ თუ რეზინის არ ვიცი, ეს კაცი კი ბევრს შრომობს და მჯობნის-მჯობნი არ დაილევა
ALONZO
31 აგვისტო 2019 16:15
0
ძალიან დამწყდა გული!!!!!!!!!!
ჯჯ
31 აგვისტო 2019 15:22
1
ამ გაღატაკებულ და გამათხოვრებულ ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ უსაქმურებს რომ ამხელა თანხებს უყოფთ ის მაინც გააკონტროლეთ რაში იფლანგება.ამათ არც მომზადების და არც ვარჯიშის არაფერი ეტყობათ და დრო ხომ არ არის ეს უზარმაზარი დაფინანსებები ამ უსაქმურ ფედერაციებზე შემცირდეს.ამ შედეგებს სოფელში ნავარჯიშები ხალხითაც მიაღწევთ კარგად რომ მოძებნოთ
akaki
31 აგვისტო 2019 15:19
6
აკაკი რამდენი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე ის მაინც იცი? ხოდა რა გინდა რომ შენს მიერ ვითომ დიდი დაფინანსებით ამ გაძვალტყავებულმა ქვეყანამ რამდენი მედალი უნდა აიღოს მაინც რომ სხვებმაც პრეტენზია დაიკმაყოფილონ, მართლა დიდი დაფინანსებით? სოფლის გუნდი უწოდო ჩვენს ძიუდოისტებს ცოტა ნამუსი უნდა გეყოს კაცს. საწყენია ძალიან თუთიშვილის წაგება, მარა სპორტია რას ვიზამთ? ომი წავაგეთ და იმედით ვართ მაინც))
Geo_Dinamo
31 აგვისტო 2019 16:15
0
კაი ხანია ოქრო არ აუღიათ.ჩხვიმიანის ოქრო შემთხვევითია-ფინალის მიხედვით და მისი საერთოდ ჭიდაობის მანერით ვმსჯელობ.მაფიაა რაღაცა ჩარეული მე მგონი ხაბარელიდან იწყება.ნავარჯიშევი არ ეტყობათ-იგებენ ტურნირებს,მსოფლიო უჭირთ,ოლიმპიადა კარზეა.მწვრთენლი ვინააა გაუგებარია. ფედერაციის პრეზიდენტი ვინაა-ეგეც გაუგებარია.
ვაჟა
31 აგვისტო 2019 16:18
0
საინტერესოა ეს ხალხი შეკრებებს სად გადის საწვრთნელ ბაზებზე თუ რესტორნებში.ორი წუთის მერე ჟანგბადის ბალიშები ჭირდებათ უჰაერობით რომ არ დაიგუდონ
kote
31 აგვისტო 2019 15:47
1
საქართველოს ძიდოისტ-ტურისტთა ნაკრებმა წარმატებით მოასუფთავეს იაპონური ტატამები.გაგრძელება იქნება რიოში
gia
31 აგვისტო 2019 16:26
1
ეს სილქის კომენტატორები მე მგონი ავადმყოფები არიან განსაკუთრებით ეს თამაზი/გვარი არ მახსოვს/ წინასწარ რასაც ამბობს ყველაფერი პირიქით ხდება.ნამდვილი თარსი.ერთხელ სალუქვაძეს რომ კითხეს ცუდად გადასცემთ მატჩებსო ამ უსინდისომ თავხედმა უპასუხა სხვაგან გადართეთო.ფულს რომ ჩვენ უხდით ფეხებზე ვკიდივართ.დიქტორები კი არა ცინიკოსები არიან.თან წყვილად რომ გადმოსცემენ. ორი სულელის ერთად მოსმენა როგორია.კაცი არ მინახავს მაგათი კმაყოფილი.ნერვებს გვაწყვიტავენ.
სადამდე უნდა გაგრძელდეს ამ უცოდინრების თავხედობა
31 აგვისტო 2019 18:01
0
გარისკა და წამოეგო. ტაკტიკური შეცდომა ძვირად დაუჯდა. არ დაძრახოთ, ხდება ხოლმე.
დ.ნ.
31 აგვისტო 2019 19:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული