ჭიდაობა

ძიუდო

აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
24 ოქტომბერს აბუ-დაბის გრან სლემზე ქართველი ძიუდოისტი ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა.

ტეტიანა ბრიტანელ ჩელსი გილს შეხვდა და ვაზარით წააგო.

ჩვენმა მეორე წარმომადგენელმა 52 კგ წონით კატეგორიაში, მარიამ ჯანაშვილმა პირველ შეხვედრაში უზბეკ დიორა კელდიოროვასთან იპონით წააგო.

სამწუხაროდ, არც ვაჟებში გაგვიმართლა, ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი ირლანდიელი ნეთონ ბიორნსი დაამარცხა; აი, მესამე წრეში კი კუბელ ორლანდო პოლანკოსთან სამი გაფრთხილებით წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ასევე დაგაინტერესებთ