90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი ესპანეთის სახელით გამოსულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეჭიდა. ორთაბრძოლის ბოლოსკენ შერაზადიშვილმა ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, რითაც ღვინიაშვილმა ისარგებლა და მეტოქე შებოჭა. ამ წონაში მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ მეჰდიევს ხვდა წილად. ჩემპიონი კი რუსი იგოლნიკოვი გახდა, ვინაც ფინალში სუფთად სერბ მაიდოვს მოუგო.
100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანის ვიზავი პორტუგალიელი ფონსეკა იყო. ჭიდაობა დამატებით დროში გადავიდა, ვარლამმა სამი გაფრთხილება მიიღო და წაგება
ჩაეთვალა. მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ კოცოიევს ხვდა წილად. ოქროს მედალი კი ებრაელმა პალტჩიკმა მოიპოვა, ვინაც ფინალში რუსეთის სახელით გამოსულ არმან ადამიანს სძლია.
+100 კგ-ში გურამ თუშიშვილმა სულ რამდენიმე წამში ორი ვაზარი აუღო მასპინძელ კრპალეკს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამავე წონაში მეორე ბრინჯაოსათვის ლევან მატიაშვილმა ზედ ბოლო წამზე იპონით დასცა ავსტრიელი ჰეგი. რუსულ ფინალში კი ტამერლან ბაშაევმა ინალ ტასოევს მოუგო და ჩემპიონი გახდა.
ამრიგად ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.
არ ვამბობ რომ აღებული მედლები წარუმატებლობაა, უბრალოდ ევროპაზე 1 ოქრო ცოტაა, თუ მომავალ ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა გვინდა. იქ ხომ ევროპელების გარდა იაპონელებთან, კორეელბთან, მონღოლებთან, ბრაზილიელებთან და რა ვიცი კიდევ ვისთან არ მოგვიწევს.
აშკარად ეტყობოდათ ახალგაზრდულზე გამოსულ მოჭიდავეებს ფორმაში ყოფნა, ჩვენთანაც და სხვა გუნდებშიც. ტატოს და ლუკას გარდა, აბულაძემ, ტასოევმა, ბაშაევმა იქაც ფინალები იჭიდავეს. ზედა წონებშიარ გვაქვს კონკურენციის პრობლემა, რასაც მსუბუქში ვერ ვიტყოდით, თნ იქ იაპონელებიდა კორეელები ბრდღვნიან ყველაფერს. მარა მაინც, მთავრი გამოწვევა ფედერაციისთვის არის ქალთა ნაკრების სრულყოფა საოლიმპიადოდ. თუ შიგნით არ მოგვეპოვება რესურსი, ნატურალიზებაზე უნდა ვიმუშაოთ და ოლიმპიადაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავრჩეთ გუნდურის გარეშე!