"უძლიერეს ქართველებს არაერთი მედლის აღება შეუძლიათ" - თბილისის გრან-სლემის ანალიზი

AutoSharing Option
judoinside.com-მა თბილისის გრან-სლემს სტატია მიუძღვნა, რომელიც საქართველოს  დედაქალაქში 26-28 მარტს გაიმართება. 

"საქართველოს ძიუდოისტ მამაკაცთა ნაკრები ყოველთვის ძლიერი იყო, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ქვეყანას ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენიც ჰყავს, რომელთაც შანსი ამ გრან-სლემზეც მიეცემათ.

საქართველო გრან-სლემზე 25 მამაკაცითა და 7 ქალით იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, მათ არაერთი მედლის მოპოვება შეეძლებათ.

მათ შორის ისეთი დიდი სპორტსმენები არიან, როგორებიც, მაგალითად, 66 კგ წონაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილია, მაგრამ ასევე იქნება ბევრი ახალბედა, რომელთაც ექნებათ საშუალება დაამტკიცონ, რომ საქართველოს ნაკრებში ასპარეზობის ღირსნი არიან. 

66 კგ-ში ჩვენ ვაჟა მარგველაშვილი ვახსენეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს
მოლდოველი დენის ვიერუ, ასევე - მონღოლი განბოლდი და უზბეკი სარდორ ნურილაევი, რომლებიც ძლიერი სპორტსმენები არიან. 

რა თქმა უნდა, მედლების მოგების ერთ-ერთი ფავორიტი კანადაცაა. 73კგ წონით კატეგორიაში არტურ მარგელიდონს კარგი შანსი აქვს, რომ პოდიუმზე მოხვდეს... ასევე მშვენიერი შანსი აქვს ოლიმპიურ და მსოფლიო თასის მედალოსან ანტუან ვალოის-ფორტიერს.

ეჭვგარეშეა, რომ 81 კგ-ის მთავარი ფავორიტი ქართველი ტატო გრიგალაშვილია. დიდი ალბათობით, ის მომავალი მსოფლიო ჩემპიონია და გრიგალაშვილი გასული წლის თებერვლის მერე დაუმარცხებელია. შეგახსენებთ, თებერვალში ტატომ დიუსელდორფის ტურნირი მოიგო.

100 კგ წონით კატეგორიაში გამოკვეთილი ფავორიტი პორტუგალიელი ხორხე ფონსეკაა, რომელიც თუ კარგ ხასიათზე იქნა, მისი დამარცხება შეუძლებელი იქნება. 

თბილისი 80 ქვეყნის 465 სპორტსმენს მასპინძლობს. აქედან 253 მამაკაცია, 212 კი - ქალბატონი", - ნათქვამია სტატიაში.


მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს ნახევარფინალებამდე, ძირითადად, კარგად იჭიდავეს.
განსაკუთრებით - მარგველაშვილმა და ნოზაძემ.
წარმატებები ჩვენ ბიჭებს!
სულმოუთქმელად ველი არსენას ჭიდაობას... )
ILIA
14:37 26-03-2021
1

სიახლეები პოპულარული