ლიპარტელიანმა გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თელ-ავივის გრანდ სლემის ფინალში ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ფრანგ პრისცილა გნეტოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლიპარტელიანმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო, მაგრამ მსაჯმა სამჯერ გააფრთხილა (ბოლოს ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე), რომელთა შორის მეორე, ალბათ, არაობიექტური იყო.

ლიპარტელიანმა გადამწყვეტ ბრძოლამდე იტალიელი მირიამ ბოპი, ბრაზილიელი ტაიანე ლემოსი და ფრანგი ფაიზა მოკდარი დაამარცხა.

ლიპარტელიანი გასულ წელს თელ-ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებიდან თემურ ნოზაძე (60 კგ), ირაკლი კუპატაძე (60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ტურნირს
პირველივე ეტაპზე გამოემშვიდობნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეთერ ლიპარტელიანი უკვე ისეთ სპორტსმენად ჩამოყალიბდა,ნებისმიერ ტურნირზე,მედლებისათვის რომ იბრძვის.
სოსო
22:31 17-02-2022
1
რა მოვუხერხოთ ამ მსაჯებს?!!!!
თუ ვინმემ იცით დაწერეთ რა ...
1

სიახლეები პოპულარული