დღეს, 19 თებერვალს, თელ ავივის გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში 4 ქართველი იჭიდავებს.
მესამე ადგილისთვის შეუტევს ონისე სანებლიძე (-100 კგ), რომლის მეტოქეც აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება, ამავე წონაში ფინალში გამოვა ილია სულამანიძე, რომელიც ოქროს სინჯის მედლისთვის ნიდერლანდელი მიქაელ კორელი იქნება.
რაც შეეხება მძიმე წონას, გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც რაფაელ სილვას შეხვდება. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა ქართველი ონისე ბუღრიძე ნახევარფინალში დაამარცხა. ონისეს მეტოქე ავსტრიელი სტეფენ ჰეგი იქნება.
სამწუხაროდ, ასპარეზობა ნაადრევად ორმა ქართველმა დაასრულა,
სოფია სომხიშვილი (+78 კგ) და უშანგი მარგიანი (-90 კგ) გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობნენ.
ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.