
ლიპარტელიანმა გადამწყვეტ ბრძოლამდე სერბ დოიან დოსენს, გერმანელ კარლ-რიხარდ ფრაის, ბრაზილიელ რაფაელ ბუზაჩარინის და დანიელ მატიას მადსენს სძლია, ფინალში კი იაპონელ კენტარო იდასთან ვაზარით დამარცხდა.
ღვინიაშვილმა სერბი მიხაილო ჩირიჩი, ტაჯიკი მახონგირ მაჯიდოვი და ამერიკელი ჯონ ჯაინი დაამარცხა, ნახევარფინალი იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო, ხოლო ბრინჯაოსთვის უნგრელ გერგელ ნერპელის იპონით მოუგო.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა გელა ზაალიშვილი (+100
კგ). მან ერიკ აბრამოვი (გერმანია) და მარტი პუუმალაინენი (ფინეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი ლეგენდრულ ტედი რინენთან (საფრანგეთი) წააგო, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მაგომედომარ მაგომედომაროვთან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) იპონით დამარცხდა.