უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მასტერსის მესამე, ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 8 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ამჯერად, გამარჯვება ბექაურმა მოიპოვა. ილია სულამანიძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა - მას მედლისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელი არ გამოუცხადდა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ მეორე წრეში იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა, მეოთხედფინალში ბელგიის სახელით მოასპარეზე ტომა ნიკიფოროვს სძლია, ნახევარფინალში ისრაელის სახელით მოასპარეზე პიტერ პალტჩიკთან დამარცხდა, შემდეგ მასთან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელი მიხაელ კორელი ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ილიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ წონაშივე მოასპარეზე მეორე ქართველმა, ონისე სანებლიძემ, სამწუხაროდ, პირველივე ბრძოლა ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილი კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა და მასტერსი უმედლოდ დაასრულა.

ამავე წონაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილმა სამხრეთკორეელ მინჯონგ კიმს სძლია, მეორე რაუნდში კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა, გელა მეოთხედფინალში ფინელ მარტიი პუუმაალაინენთან შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი იაპონელ კოკორო კაგეურას იპონით სძლია.

გურამ თუშიშვილმა მეორე წრეში უნგრელი რიჩარდ სიპოჩი დაამარცხა, მერვედფინალში უკრაინელ ევგენი ბალიევსკის სძლია, თუშიშვილი მეოთხედფინალში იაპონელ ტაცურუ საიტოსთან დამარცხდა.

+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა თურქი კაირა ოზდემირი დაამარცხა, თუმცა ფრანგ კორელ ჰაიმესთან ვერაფერი გააწყო და ტურნირს გამოეთიშა.

ჟორა გაბრიჭიძე
ხომ არ დაწერთ რა ემართება თუშოს? რამდენი ხანია შედეგი არ უჩვენებია, არადა პარიზის ოლიმპიადა გვიახლოვდება. დღეს უფრო ნათლად გამოჩნდა ის შეცდომა, რაც მწვრთნელებმა დაუშვეს მსოფლიოზე მძიმე წონა რომ არ გააორეს. ანუ თუშო შეიძლება ოლიმპიადისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდეს. იმედია ევროპაზე მაინც გააორებენ მძიმე წონას.
tngh
მადლობა და მომავალშიც წარმატებები!!!
მმ
ქართული ფინალის დროს უკვევმესამე შემთხვევაა მაისურაძის გულშემატკივრები ძალიან აქტიურობენ, ბექაურის არა. მეტი ღირსება მართებთ ასე მგონია.
გ.შ.
ყველა ტურნირზე ოქრო-ვერცხლს გეთანხმები ოლიმპიადის ოქრო- ვერცხლი ჯობია ძმაო, ეხლა კიდევ ბექაურს მიულოცავ ამ წარმატებას, თქვენ იყავით ფინალში ხოლმე და არაა პრობლემა ხან ერთმა მოიგეთ ხან მეორემ
თენგო
ძალიან მოეჩვენა რომ ბექაურმა სამართლიანად გაიმარჯვა
თენგო
რაო? დოპინგზე შეამოწმეს მაისურაძე? შანტაჟი მოუწყვეს? და ტრამვა აქვსო წერდნენ კლანებიო? მოგდევთ? სიკვდილის ბუზი? დედა ეტირება ჩვენს ძიუდოს, თუ ასე გაგრძელდა
Master
ამ ტურნირს ფორმაში ვერ შ4ხვდა ჩვენი გუნდი არცაა აუცილებელი ყველა ტურნირზე სულ ოქრო ვერცხლი ცვიოდეს ყველა წონიდან.მთავარია ოლიმპიადას შეხვდეს ნაკრები კარგ ფორმაში...რაც შეეხება 90-ს...აქ სასწაულებს აკეთებენ ორივე.ამ ფინალს კი აუცილებლად ბექაური მოიგებს...
ტაბუ
თუში უზომო ჭამა-სმას თუ არ შეეშვება, უარესი დაემართება.
a
კალათბურთის არ იყოს, გინდა ფეხბურთის, არავინ არაფერს არ გეგმავს, ვისაც რა შეუძლია ინდივიდუალურად იმას აკეთებენ ყველა სფეროში
პაატა
რა ვეღარ დაუგეგმეს ჰურამს ამ იაპონელთან ჭიდაობა?!:(((( მეორეჯერ ისევ ისე წააგო:(((
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი - ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო დღე
სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ღვინიაშვილის ოქრო და სულამანიძის ვერცხლი ზაგრების გრან-პრიზე [VIDEO]
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თბილისის გრანდ სლემზე სულამანიძე და ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლენ
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე