თუშიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშნენ

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მე-7 საჭიდაო ტატამზე მძიმეწონოსნები წარსდგნენ. სამწუხაროდ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მესამე წრეში დამარცხდნენ და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს.

ამრიგად, ქართული დელეგაციის მონაგარი კატარი 2023-ზე გახლავთ:

2 ოქროს მედალი - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ)

1 ვერცხლის მედალი - ლაშა ბექაური (- 90 კგ)

1 ბრინჯაოს მედალი - გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ)

ხვალ, 14 მაისს კი უკვე გუნდური ჭიდაობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე მონღოლეთი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს სულ ზაალიშვილი, როგორ ჩაფლავდა მონგოლთან, მაგას ისევ თუში ჯობია.
ეეე
14 მაისი 2023 14:39
0
ლიპარტელიანი სასეირნოდ დაყავთ უკვე:)
გოგა
13 მაისი 2023 20:41
1
ძალიან დაიჩაგრა ზაალიშვილი, ლიპო და თუში აშკარად ვეღარ არიან მაღალ დონეზე და ეკუთვნოდა შანსი ზაალიშვილს,იგებს ბიჭი ბრძოლებს და იმსახურებს შანსს.
საქართველო
13 მაისი 2023 19:30
1
ვეღარ გავიგე რა ჭირს თუშის ანდაც მის მწვრთნელებს?! მერამდენედ უნდა დამარცხდეს თავისივე შეცდომით (ოლიმპიადის ფინალის არ იყოს)?! ტატომ, რომელიც მუდამ ილეთზე იწევდა, დადინჯდა და ტაქტიკურად ძალიან მაგარი ჭიდაობა დაიწყო, რა გახდა იგივეს გაკეთება გურამთან?! გაექცა გურამს მინიმუმ 4 წელი და აწი უფრო და უფრო რთული იქნება შედეგის დადება, ძალიან ძლიერი
პაატა
13 მაისი 2023 18:32
2
ისტორიული შედეგს გილოცავთ ყველას ძიუდოს ფედერაციას და სრულიად საქართველოს მსოფლიოზე იაპონიას გადავასწარით ...პ.ს თუშას ბედი კი მაღელვებს მგონია რომ ას კილოში უნდა დადგეს და ზაალიშვილს მიეცეს შანსი .
dato
13 მაისი 2023 18:26
2
თუშიშვილი რაღაც დაღლილია თუ ის ენთუზიაზმი და ნაპერწკალი თან აღარ სდევს,რაც უწინ...
ლალი
13 მაისი 2023 18:21
0
ის რაც სომხიშვილისთვის მისალოცია, ის შედეგი თუშიშვილისთვის კატასტროფაა.
ჟორა
13 მაისი 2023 17:49
0
თუშიშვილს კარგა ხანია შედეგი არ დაუდევს და ნაკრებში პირველ ნომრადაა, ანუ მას არავინ აგრძნობინებს, რომ მისი შეცვლა პრობლემა არაა. ადრეც ვწერდი და ახლაც ამ აზზრზე ვარ, მძიმე ან უნდა გაორებულიყო ან ზაალიშვილი უნდა დაეყენებინათ.
ჟორა გაბრიჭიძე
13 მაისი 2023 17:48
0
ლუკა მაისურაძის წონაც მაინტერესებს ისე. კი დაყარა კაცმა ყველა, მაგრამ ყველაზე მსუბუქიც ჩანს ამავე დროს.
ვვვ
13 მაისი 2023 17:16
1
იმედი მაქვს ლიპოს წასვლის შემდეგ თუშიშვილი გადაწყვეტს მისი ადგილის დაკავებას და ამ წონას გელა ზაალიშვილი დაიკავებს აღარც ის აღარ დაიჩაგრება
გოგა
13 მაისი 2023 17:14
1

სიახლეები პოპულარული