ჭიდაობა

ძიუდო

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰააგაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა 4:1 დაამარცხეს მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები და მას შემდეგ, რაც გუნდური ჩემპიონატები შერეული ფორმატით ტარდება, პირველად გახდნენ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები.

ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თამაზ კობერიძე, გიორგი ბადუაშვილი, ნინო ლოლაძე, ნინო პაპიძე, ეთერ ასკილაშვილი, კოტე კაპანაძე, შალვა გურეშიძე და გიორგი ტერაშვილი.

ტურნირზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ოქროს მედლები თენგიზ ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს.